25 სექტემბერი, 2017
40-იანი წლების თბილისის გლამურული ქალბატონი, რომელიც უსიყვარულოდ გათხოვდა
თბილისი ულამაზესი ქალბატონებით ყოველთვის გამორჩეული იყო. ქართველი მანდილოსნების სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა.
სიყვარულის გამო, ქართველი მამაკაცები უამრავ გმირობას ჩადიოდნენ.

საუკეთესო მანდილოსნებს შორის, ბუნებრივია კიდევ უფრო საუკეთესოებიც არსებობდნენ, ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო თვალავაძე. მას ბუბუსიას ეძახდნენ. ბუბუსია თვალავაძეზე უამრავი ბიჭი იყო შეყვარებული, როგორც გიზო ნიშნიანიძე თავის მოგონებებში იხსენებს, ბუბუსიას თბილისში „შავ ბრილიანტს“ ეძახდნენ.

„ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო“
- წერს ნიშნიანიძე.

ბუბუსია თვალავაძე მომღერალ დათკა გამრეკელზე გათხოვდა. დათკა გამრეკელს ქართული ვოკალის მშვენებას უწოდებდნენ. ის გასული საუკუნის 40-იანი წლების თბილისის კერპად იქცა.

ამბობდნენ, რომ ბუბუსიას და დათკას ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული არ ჰქონდათ, თუმცა მათი წყვილი ულამაზესი იყო.


Rating
Rating
Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ლიზა
ქართველებს ხომ გვჩვევია ჩვენში საუკეთესოს ყოველთვის ნაკლი მოვუძებნოთ... საცოდავ ლიკა ქავჟარაძეზეც ამბობდნენ თავიდან ლამაზი არ არის ტიპიურიაო, მაშინ თათული დოლიძეს უფრო აქებდნენ. მერე უკვე როცა ფორმაშიც აღარ იყო ლიკა და ბოლოწლებში ჯანმრთელობა შეერყა, მაშინ შეამჩნიეს არამიწიერი სილამაზე. რა ქვია ამას??
01:26 / 25-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ერთი რამე მინდა ვთქვა, იმდენი თოჯინური სილამაზის ქალი არსებობს და არაფრისმთქმელი ფლეგმა გამომეტყველებით, ხმას რომ არ იღებენ უწიგნურობა რომ არ გამოამჟღავნონ :) ამას როგორი სხივი უგიზგიზებს თვალებში ხომ ხედავთ,რა ხალისი აქვს ! აი მთავარი ეს სხივია, და კიდევ მაგისი ახლობლის , ძალიან ახალგაზრდა გოგოს მონათხრობი მახსოვს, ყოველ ფრაზაში ბუბუსიას რომ ახსენებდა, ტონს აძლევდა საზოგადოებას, სვეცკი ქალი ეს იყო, რაც გინდათ ის ილაპარაკეთ...აბა პატარაობისას ვერიკო ანჯაფარიძე არ მომწონდა, თურმე რა ხიბლი ქონია, უძლიერესი...ენას ძვალი არ აქვს
21:37 / 25-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნ
ეჰ,ფოტოშოპიც არ გშველით ზოგს სახე რომ გაქვთ გადასკდომაზე და ტუჩები გადმობრეცვაზე.1 ქარხნის პროდუქციას რომ გავხართ ეგაა ხომ ეტალონი?
23:29 / 15-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რატომ ავიწყდებათ სალანძრავი კომენტარების წერისას რომ სილამაზის კრიტერიუმები წლებთან ერთად იცვლება, ავიწყდებათ ის რომ არ იყო ფოტოშოპი, პალსტიკური ოპერაციები. ვფიქრობ რომ ნამდვილი სილამაზე სწორედ მათ ჰქონდათ ვინც ხელოვნურად გალამაზებული და აწყობილი არ იყო. და ვიდრე ვინმეს სალანძღავს დაწერდეთ ყველამ ჩავიხედოთ სარკეში და მერე ვლანძღოთ ის ადამიანი
16:24 / 19-11-2017
გამოხმაურება / 1 /
Niko
რა შუაშია ახლა აქ ფოტოშოფი და ეგეთები? ერთი ჩვეულებრივი ქალია და რაც არ უნდა აფოტოშოფო ბევრი ააფერია. ჩემში მაგალითად ესეთი ქალები ვნებას არ იწვევს და ვისაც მოწონს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
13:36 / 02-04-2018
ნინი
ვერ დაგეთანხმებით რომ არის ულამაზესი , ჩვეულებრივი სილამაზეა,
15:47 / 11-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS