22 სექტემბერი, 2017
მას ჭარბწონიანობის გამო ქმართან ერთად ფოტოს გადაღების ეშინოდა, მაგრამ სიყვარული მოდელის სტანდარტებზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
სოც.ქსელში ხშირად ვაწყდებით ფოტოშოფით დამუშავებულ ფოტოებს, რომელშიც ადამიანური აღარაფერია.
ახლა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა წყვილს ტეხასიდან - სტეფანი და არინი, რომლებიც ფოტოგრაფ ბრია ტერისთან მეგობრობენ.

სტეფანიმ ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, შედეგმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ფოტოები Wolf & Rose Photography -ის ფეიქსბუქ გვერდზე გამოქვეყნდა და ნამდვილ სენსაციად იქცა. სურათებში აშკარად ჩანს, რომ წყვილს დიდი სიყვარული, სიახლოვე, თავდაჯერებულობა და სილამაზე აკავშირებს, რამაც ინტერნეტის ცინიზმით სავსე აუდიტორიაც მოხიბლა.

იხილეთ ეს შესანიშნავი ფოტოები. ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს

სტეფანი: "მახსოვს,
სკოლის ასაკში როგორ ვიდექი სარკის წინ და ვცდილობდი გამერკვია, რატომ მქონდა ასეთი "არასწორი" მუცელი".

"ასაკთან ერთად შევეგუე იმ აზრს, რომ ჭარბწონიანი ქალი ვარ".

"ახლა თავაწეული დავდივარ, ვიღიმი და კუთარი სხეულის სულაც არ მრცხვენია".

როცა სტეფანიმ ფოტოები ნახა, მისი პირველი რეაქცია იყო: "გულწრფელად ვამბობ, ასე მიმზიდველად თავი ჯერ არასდროს მიგრძვნია.

"შოკში ვიყავი. ისეთი შეყვარებული და თავდაჯერებული ვჩანვარ".

"ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავი ამ კუთხით დაინახოს".

ფოტოგრაფის თქმით, "მათ სრულიად შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

სიყვარულის მტკიცედ მწამს. ადამიანებს ხშირად გამოარჩევენ სხეულის აგებულების, წარმოშობის, რწმენისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველას უბრალოდ სიყვარული გვჭირდება".

ინტერნეტში ფოტოებს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ანა გარელი
RatingRatingRatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS