ნინი "რეიტინგს" თავისი სიყვარულის ისტორიას ექსკლუზიურად უყვება.
- როგორ დაიწყეთ ურთიერთობა?
-სოციალურ ქსელში მომწერა, რომ ჩემი გაცნობა უნდოდა, პირველად ბანალურ ტექსტს არ ვუპასუხე,...შემდეგ მითხრა, რომ მე-11 კლასის ბოლოს გამოცდები
ფეისბუქზე სურათები არ ჰქონდა, ამიტომ ვიზუალურად არ ვიცნობდი. ერთხელ მის სახლთან ახლოს მოვხვდი და ვთხოვე გამოსულიყო, რათა გაკვეთილების დროებზე შევთანხმებულიყავით. თან ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო ჩემი ვირტუალური მეგობარი, მაშინ შეყვარებული ორივეს გვყავდა და რა თქმა უნდა, სხვა ინტერესი არც მქონია. სიმართლე გითხრათ, ვიზუალურად არ მომეწონა, მაგრამ მეგობრებს ხომ ვიზუალით არ ვირჩევთ, ამიტომ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია .
საოცრად თბილი და მზრუნველი იყო ჩემს მიმართ. თვითონაც ყველა თავის წუხილს გულწრფელად მიზიარებდა და მე, როგორც გამოცდილი და უფროსი მეგობარი, რჩევებს ვაძლევდი...
მეცადინეობის დაწყებიდან 3 თვეში გამოცდებმაც ჩაიარა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ დასრულებულა. იმდენად დავახლოვდით, ყოფილმა შეყვარებულებმა შემდეგ პლანზე გადაინაცვლეს...
- გაკვეთილები სტანდარტული იყო?
- თავიდან ვცდილობდი ზომიერი და თავდაჭერილი ვყოფიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა... ეს პატარა ბიჭი სულ ახერხებდა ჩვეული სიმკაცრიდან გამოვეყვანე და პატარა გოგოსავით ათას სიგიჟეზე ვთანხმდებოდი, არადა 21 წელი დამჭირდა დასერიოზულებისთვის. ბოლოს გაკვეთილები უფრო სახალისო იყო, ვიდრე შემეცნებითი. ნახევარ დროს ერთმანეთის გაცნობაში ვატარებდით...მაგრამ ერთი წამითაც არ მიგრძნია, რომ სხვა ინტერესი ამოძრავებდა...
-"სხვა შოთი" როდის დაინახე?
- ერთხელაც გადავწყვიტეთ, მე და მის სამეგობროს გაგვესეირნა, სწორედ იმ დღეს დავინახე სხვანაირი შოთი. იმერეთიდან თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი, 2-3თვე არ მენახა. მახსოვს, რომ დავინახე ჟრუანტელმა დამიარა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს...
შოთი მაგ პერიოდში შეყვარებულს დაშორდა და გულგატეხილი იყო. სულ ვფიქრობდი როგორ მოიყარა თავი 17 წლის ბიჭში ამდენმა დადებითმა თვისებამ. ხან ჩემს დაქალს ვურიგებდი, ხან ნათესავს (ხუმრობით, რა თქმა უნდა)...
როგორც ბიჭს როცა შევხედე უკვე ჩემი მოსწავლე აღარ იყო , მაგრამ ჩემი თავი ასეთ აზრებში რომ დავიჭირე, თავი ცუდად ვიგრძენი.
ვერაფერს ვეუბნებოდი, ვცდილობდი მისგანაც დამეჭირა მსგავსი იმპულსები, მაგრამ არა, არაფრით არ მიყურებდა სხვა თვალით.
ერთ საღამოსაც გადავწყვიტე, რომ ასე აღარ შეიძლებოდა, შევხვდი და სიყვარულში გამოვუტყდი. თავიდან ეგონა ვეხუმრებოდი, მაგრამ რომ დარწმუნდა, სიმართლეს ვეუბნებოდი, მითხრა, როგორც საკუთარი ,,და" ისე მიყვარხარ და სხვა თვალით ვერ შემომხედავო, უფრო რომ არ შემყვარებოდა, ჯობდა საერთოდ არ გვენახა ერთმანეთი. ასე დავშორდით იმ დღეს და ერთმანეთი კარგა ხანს აღარც კი მოგვიკითხავს.
ამ დაშორების შემდეგ ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის და როგორც აღმოჩნდა სწორ დასკვნამდეც მივედი...მისი რეაქცია იმ საღამოს და დაშორების გადაწყვეტილება საეჭვოდ მომეჩვენა, ვიფიქრე ეგებ თავის თავში შეიტანა ეჭვი, იქნებ საპასუხო გრძნობის და ურთიერთობის განვითარების შეეშინდა-მეთქი. მოკლედ სულ ავირიე, ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, თავმოყვარეობას გადავახტი, ეს დასკვნები ხავსზე ჩაჭიდებად მივიჩნიე და სხვა საქმეებზე გადავერთე. თითქმის სულ დავიწყებული მყავდა...
ერთ დღეს სამსახურიდან გამოვედი და დავინახე როგორ მელოდებოდა ფოიეში...ელდა მეცა, გავქვავდი...ისევ თავიდან ამერია გრძნობები, აღარაფერს დავეძებდი, გავიქეცი და ჩავეხუტე, თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა... ჩემს სახლამდე ფეხით წამოვედით, მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა... იმ ღამეს უსიტყვოდ დავშორდით ერთმანეთს...
მეორე დღეს ისევ ვნახე, მითხრა ვეცადე გულს შევწინააღმდებოდი, მაგრამ უშენოდ ძალიან მიჭირსო . კი გავიფიქრე , ღირსია ვაწუწუნო-მეთქი, მაგრამ იმდენად მყავდა მონატრებული, არაფერს დავეძებდი...ზუსტად მაგ წამიდან ერთად ვართ,არც ერთხელ არ დავშორებულვართ...მხოლოდ ერთმანეთი და ჩვენი დიდი სიყვარული გვაბარია. ვცდილობთ ყოველღიურად დავტკბეთ ბედნიერებით.
- თქვენმა ოჯახებმა როგორ მიიღო?
- შოთი 16 წლიდან მშობლებთან არ ცხოვრობდა, ასე რომ დიდად ვერ ერეოდნენ მის გადაწყვეტილებებში, თუმცა მაინც აშკარა იყო, არ უნდოდათ 17 წლის ასაკში სერიოზული ურთიერთობით დაკავებულიყო, მაგრამ ვერც მისმა და ვერც ჩემმა საახლობლოს აზრმა ვერ მოახდინა გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე,
2 წელია რაც დავქორწინდით, უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი და საერთოდ ვერ ვგრძნობთ იმ განსხვავებულ 5 წელს ...შოთიმ ჩემი ხისტი ხასიათი შეარბილა, მე კი მისი ბავშვური თავქარიანობა გავანეიტრალე...უზომოდ მზრუნველი ქმარია არ გამართლდა საახლობლოს მოლოდინი, ასაკი თავისას ყოველთვის ვერ შვრება.
მემი მემორი