21 სექტემბერი, 2017
მათემატიკის მასწავლებლის და სკოლის მოსწავლის სიყვარული ქორწინებით დასრულდა
ნინი მურცხველაძისა და შოთი სუთიაშვილის სიყვარულის ისტორია ჰოლივუდური ფილმის სცენარს მოგაგონებთ. მათ ოჯახი ორი წლის წინ შექმნეს და როგორც თავად ამბობენ, ახლა ყოველდღიური ბედნიერებით ტკბებიან, მანამდე კი უამრავი დაბრკოლება გადალახეს. ნინი შოთის მათემატიკის მასწავლებელი იყო, თუმცა ეს ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი როდია, ის მეუღლეზე 5 წლით უფროსია.

ნინი "რეიტინგს" თავისი სიყვარულის ისტორიას ექსკლუზიურად უყვება.

- როგორ დაიწყეთ ურთიერთობა?
-სოციალურ ქსელში მომწერა, რომ ჩემი გაცნობა უნდოდა, პირველად ბანალურ ტექსტს არ ვუპასუხე,...შემდეგ მითხრა, რომ მე-11 კლასის ბოლოს გამოცდები
ეწყებოდა და ჩემი დახმარება მათემატიკაში სჭირდებოდა. ვუთხარი, შენი ასაკის და მით უმეტეს ბიჭებს არ ვამზადებ-მეთქი, მაგრამ საუბარს ისე შევყევით ასაკმაც და მათემატიკამაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა, საოცრად მოვიხიბლე მისი აზროვნებით. გულწრფელად დავმეგობრდით, ერთმანეთს სასიყვარულო ისტორიებსაც ვუყვებოდით. ისე მივეჩვიე ბოლოს თვითონ შევთავაზე სამეცადინოდ მოსულიყო.


ფეისბუქზე სურათები არ ჰქონდა, ამიტომ ვიზუალურად არ ვიცნობდი. ერთხელ მის სახლთან ახლოს მოვხვდი და ვთხოვე გამოსულიყო, რათა გაკვეთილების დროებზე შევთანხმებულიყავით. თან ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო ჩემი ვირტუალური მეგობარი, მაშინ შეყვარებული ორივეს გვყავდა და რა თქმა უნდა, სხვა ინტერესი არც მქონია. სიმართლე გითხრათ, ვიზუალურად არ მომეწონა, მაგრამ მეგობრებს ხომ ვიზუალით არ ვირჩევთ, ამიტომ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია .
საოცრად თბილი და მზრუნველი იყო ჩემს მიმართ. თვითონაც ყველა თავის წუხილს გულწრფელად მიზიარებდა და მე, როგორც გამოცდილი და უფროსი მეგობარი, რჩევებს ვაძლევდი...

მეცადინეობის დაწყებიდან 3 თვეში გამოცდებმაც ჩაიარა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ დასრულებულა. იმდენად დავახლოვდით, ყოფილმა შეყვარებულებმა შემდეგ პლანზე გადაინაცვლეს...


- გაკვეთილები სტანდარტული იყო?

-  თავიდან ვცდილობდი ზომიერი და თავდაჭერილი ვყოფიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა... ეს პატარა ბიჭი სულ ახერხებდა ჩვეული სიმკაცრიდან გამოვეყვანე და პატარა გოგოსავით ათას სიგიჟეზე ვთანხმდებოდი, არადა 21  წელი დამჭირდა დასერიოზულებისთვის. ბოლოს გაკვეთილები უფრო სახალისო იყო, ვიდრე შემეცნებითი. ნახევარ დროს ერთმანეთის გაცნობაში ვატარებდით...მაგრამ ერთი წამითაც არ მიგრძნია, რომ სხვა ინტერესი ამოძრავებდა...

-"სხვა შოთი" როდის დაინახე?
- ერთხელაც გადავწყვიტეთ, მე და მის სამეგობროს გაგვესეირნა, სწორედ იმ დღეს დავინახე სხვანაირი შოთი. იმერეთიდან თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი, 2-3თვე არ მენახა. მახსოვს, რომ დავინახე ჟრუანტელმა დამიარა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს...

შოთი მაგ პერიოდში შეყვარებულს დაშორდა და გულგატეხილი იყო. სულ ვფიქრობდი როგორ მოიყარა თავი 17 წლის ბიჭში ამდენმა დადებითმა თვისებამ. ხან ჩემს დაქალს ვურიგებდი, ხან ნათესავს (ხუმრობით, რა თქმა უნდა)...
როგორც ბიჭს როცა შევხედე უკვე ჩემი მოსწავლე აღარ იყო , მაგრამ ჩემი თავი ასეთ აზრებში რომ დავიჭირე, თავი ცუდად ვიგრძენი.

ვერაფერს ვეუბნებოდი, ვცდილობდი მისგანაც დამეჭირა მსგავსი იმპულსები, მაგრამ არა, არაფრით არ მიყურებდა სხვა თვალით.
ერთ საღამოსაც გადავწყვიტე, რომ ასე აღარ შეიძლებოდა, შევხვდი და სიყვარულში გამოვუტყდი. თავიდან ეგონა ვეხუმრებოდი, მაგრამ რომ დარწმუნდა, სიმართლეს ვეუბნებოდი, მითხრა, როგორც საკუთარი ,,და" ისე მიყვარხარ და სხვა თვალით ვერ შემომხედავო, უფრო რომ არ შემყვარებოდა, ჯობდა საერთოდ არ გვენახა ერთმანეთი. ასე დავშორდით იმ დღეს და ერთმანეთი კარგა ხანს აღარც კი მოგვიკითხავს.

ამ დაშორების შემდეგ ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის და როგორც აღმოჩნდა სწორ დასკვნამდეც მივედი...მისი რეაქცია იმ საღამოს და დაშორების გადაწყვეტილება საეჭვოდ მომეჩვენა, ვიფიქრე ეგებ თავის თავში შეიტანა ეჭვი, იქნებ საპასუხო გრძნობის და ურთიერთობის განვითარების შეეშინდა-მეთქი. მოკლედ სულ ავირიე, ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, თავმოყვარეობას გადავახტი, ეს დასკვნები ხავსზე ჩაჭიდებად მივიჩნიე და სხვა საქმეებზე გადავერთე. თითქმის სულ დავიწყებული მყავდა...

ერთ დღეს სამსახურიდან გამოვედი და დავინახე როგორ მელოდებოდა ფოიეში...ელდა მეცა, გავქვავდი...ისევ თავიდან ამერია გრძნობები, აღარაფერს დავეძებდი, გავიქეცი და ჩავეხუტე, თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა... ჩემს სახლამდე ფეხით წამოვედით, მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა... იმ ღამეს უსიტყვოდ დავშორდით ერთმანეთს...

მეორე დღეს ისევ ვნახე, მითხრა ვეცადე გულს შევწინააღმდებოდი, მაგრამ უშენოდ ძალიან მიჭირსო . კი გავიფიქრე , ღირსია ვაწუწუნო-მეთქი, მაგრამ იმდენად მყავდა მონატრებული, არაფერს დავეძებდი...ზუსტად მაგ წამიდან ერთად ვართ,არც ერთხელ არ დავშორებულვართ...მხოლოდ ერთმანეთი და ჩვენი დიდი სიყვარული გვაბარია. ვცდილობთ ყოველღიურად დავტკბეთ ბედნიერებით.

- თქვენმა ოჯახებმა როგორ მიიღო?

- შოთი 16 წლიდან მშობლებთან არ ცხოვრობდა, ასე რომ დიდად ვერ ერეოდნენ მის გადაწყვეტილებებში, თუმცა მაინც აშკარა იყო, არ უნდოდათ 17 წლის ასაკში სერიოზული ურთიერთობით დაკავებულიყო, მაგრამ ვერც მისმა და ვერც ჩემმა საახლობლოს აზრმა ვერ მოახდინა გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე,
2 წელია რაც დავქორწინდით, უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი და საერთოდ ვერ ვგრძნობთ იმ განსხვავებულ 5 წელს ...შოთიმ ჩემი ხისტი ხასიათი შეარბილა, მე კი მისი ბავშვური თავქარიანობა გავანეიტრალე...უზომოდ მზრუნველი ქმარია არ გამართლდა საახლობლოს მოლოდინი, ასაკი თავისას ყოველთვის ვერ შვრება.

მემი მემორი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
უცნობი
ჩემი ცოლი ჩემზე 5 წლით არის უფროსი და საერთოდ არ გვიქმნის ეს დისკომფორტს პირიქით ვთვლი რომ ჩემზე 5 წლით პატარასთან ბევრად მეტი პრობლემა იქნებოდა... მე იდეალური ცოლი მყავს თუნდაც ვიზუალით ჩემზე ახალგაზრდად და კარგად გამოიყურება სამზარეულოს დედოფალსაც კი ვეძახი ასაკი 23/28 იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს ყველაფერში და ვთვლი რომ ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ :)))
12:53 / 02-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ბუზღუნა
ღმერთმა გახაროთ,გაბედნიეროთ და გამრავლოთ..უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თვენ თბილ ოჯახს
11:33 / 06-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ბუზღუნა
რაკარგია ეს სტატია რომ დაიწერა..სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეც ყოველთვის ჩემზე პატარა ასაკის თაყვანისმცემლები მყავს,ეხლაც შვიდი წლით უმცროსი ბიჭი ცდილობს თავი შემაყვაროს,არ მანებებს თავს.მე კი დარდად მექცა,მოსვენება დავკარგე და ძალიან განვიცდი.ვეცადე თავი შორს დამეჭირა,საკუთარ გრძნობებსავ ვეწინააღმდეგები მაგრამ არაფერი გამომდის.ძალიან თბილი და ყურადგებიანია,მასთან თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ ,მაგრამ მაინც ვცდილობ ეს ყველაფერი დავმალო მასთან და ისე ვიქცევი რომ შეიცვალოს ჩემს მიმართ აზრი მაგრამ ის პირიქით ცდილობს უფრო ახლოს იყოს ჩემთან.ძალიან არ მინდა ჩემი მიზეზით მის მშობლებთან უკმაყოფილება ქონდეს.ძალიან ვდარდობ მისი მშობლები წინააღმდეგი იქნებიან ალბად.რავქნა რა გავაკეთო აგარ ვიცი.ყოველდღე ვცდილობ დავასრულო ეს ურთიერთობა მაგრამ არ გამომდის და არც მინდა დასრულდეს,არ მინდა წავიდეს.ის იმდენად კარგია ბევრ 30 და 40 წლის კაცს ჯობია აზროვნებით არადა ჯერ 22 წლისა მე კი 31.
11:32 / 06-10-2017
გამოხმაურება / 3 /
ლიკა
ისე აგერია თავში ყველაფერი, რომ ანგარიშიც დაგავიწყდა? 7 წლით კი არა, 9 წლით უმცროსი ყოფილა, 9 წლით!!!
09:41 / 04-01-2018
ლიკა
ლიკას კომენტარი ბუზღუნას ეკუთვნის
09:45 / 04-01-2018
ბუზღუნა-ს
კაი, ნუ ნერვიულობ..... მაგ პატარა ბიჭს მალე მობეზრდები და თვითონ მიგატოვებს.
15:59 / 02-05-2019
სონკა
ასაკის გამო ცხოვრებაში 3 ჯერ დავიხიე უკან 5 წლით ან 7 წლით პატარა შეყვარებულთან, ერთ შემთხვევაში თაყვანისცემელთან და მაგრად შევცი დღესმათ ლამაზი და ბედნიერი თკბილი ოჯახები აქვთ ღმერთმა კარგად ამყოფოს, მე კიდევ სამ თვეში დავშორდი ქმარს იმიტომ რომ ბებერი თინეიჯერი იყო თურმე. 30 წლის კაცი ვერ გამოვიდა ბავშვობიდან, მთავარი პიროვნული ღირსებებია... ისინი სამივე ჩემზე დაღვინებულები იყვნენ :) თან ახალგაზრდა ქმარი კარგია ბებრული აზრები არ აწუხებთ :)
01:00 / 05-10-2017
გამოხმაურება / 0 /
Nანა
მე ჩემს მეუღლეზე გაგიკვირდებათ,მაგრამ10 წლით და 2თვით ვარ უფროსი, ასაკი საერთოდ არ მეტყობა, ყოველთვის 10 წელს მაკლებენ,ოჯახს ოჯახის სახე აქვს და ოჯახში ჩვენჩვენი ადგილი ვიცით,ერთმანეთს პატივს ვცემთ და გვიყვარს ერთმანეთი,გვყავს შვილი 17 წლის,ასე რომ თუ სიყვარულია და გაგება ,ყველაფერი კარგად იქნება,
14:58 / 03-10-2017
გამოხმაურება / 1 /
Nანა- ს
მალე მიგატოვებს შენი ქმარი.
16:00 / 02-05-2019
დათა
მერე ხუთი წელი რა ჯანდაბაა, ჩემი ცოლი ჩემზე ხუთი წლით და სამი თვით უფროსია, მაგრამ შემოგვხდეთ ერთი ვინ უფრო უფროსად გამოიყურება ახლა 36-ისა ვარ და ის 41ის მაგრამ ჩემმა ლიკამ მე დამაბერა და თვითონ 30-ზე მეტს ვერ მისცემ,მაშ! :)
13:24 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS