15 სექტემბერი, 2017
ქალი 60 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, როცა ქმარმა ბავშვი დაინახა, მან ცოლი უყოყმანოდ მიატოვა
მას შემდეგ, რაც ცოლი ქმარმა მიატოვა, ქალი შოკში ჩავარდა. 60 წლის ასაკში მშობლები პირველად გახდენ, თუმცა ქმარმა ბავშვის დანახვის შემდეგ ამ პასუხისმგებლობაზე უარი თქვა.

ატიფა ლიადჟიჩი და სერიფ ნოკია 20 წელი ებროძდნენ უშვილობას. საბოლოოდ ქმარი უშვილობას და იმ აზრს შეეგუა, რომ მხოლოდ ცოლსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა. ცოლმა ქმრის აზრი არ გაიზიარა და უშვილობასთან ბრძოლას განაგრძობდა.


ქალი გამოტყდა, რომ ექიმის რჩევებს უკვე მხოლოდ ჩვევის გამო ითვალისწინებდა და გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო.

სერიფი კი ამ სიახლეს შიშით შეხვდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით მისი ცოლის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგებოდა. გარდა ამისა, დარწმუნებული არ იყო, რომ ამ ასაკში ბავშვზე ზრუნვას შეძლებდნენ. თუმცა მიუხედავად შიშისა ის ბოლომდე ცოლის გვერდით იყო და ბავშვის გაჩენამდე ისე იქცეოდა, როგორც კარგ ქმარს შეეფერება.

როცა სამყაროს პატარა გოგონა მოევლინა, სხვა ახალშობილების მსგავსად პატარა გამუდმებით ტიროტა. ამის ატანა სერიფმა ვერ შეძლო და ცოლი ბავშვთან ერთად მიატოვა.
Rating

„ახლა ატიფას ის აქვს, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა და ბედნიერია. მე 68 წლის ავადმყოფი ადამიანი ვარ, მაქვს დიაბეტი და სუსტი გული. ვერ ვისვენებ და მთელი ღამე არ მძინავს, რადგან ბავშვი ტირის“ - თავს იმართლებს მამაკაცი.

ყველაზე უარესი ბოლოს მოხდა. სერიფმა ბავშვისთვის გვარის მიცემაზე უარი განაცხადა, ქალი კი საავადმყოფოში ყოფნისას არ მუშაობდა. ახლა როგორ უნდა იზრუნოს შვილზე ფულისა და ქმრის გარეშე?! მიუხედავად ყველაფრისა ქალი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს:

„დაბრუნდება, თუ არა სერიფი, მე გოგონას აღზრდისთვის მაინც გავაკეთებ ყველაფერს და კარგ ადამიანს გავზრდი. მე მხოლოდ მისთვის ვიცოცხლებ“.

„ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან კარგი ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან“ - განაცხადა ქალმა.
Rating
ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS