15 სექტემბერი, 2017
თუ გამუდმებით რაღაც გავიწყდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი განსაკუთრებულია
არ გახსოვთ სად დადეთ სახლის გასაღები ან სად გააჩერეთ მანქანა?

მშვიდად იყავით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი მწყობრშია.

გახსოვთ, როდის შეხვდით პირველად თქვენს ცოლს ან ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს 20 წლის წინ მოხდა, თუმცა გუშინდელი ვახშამი დაგავიწყდათ და ამის გამო ღელავთ?

პანიკაში ნუ ჩავარდებით! ზოგიერთი დეტალის დავიწყება სრულებით ნორმალურია და ეს ტვინის ნორმალურ მოშაობას ნიშნავს.
როგორც კანადელი სპეციალისტები განმარტავენ, ტვინი ხშირად არასაჭირო ინფრომაციისგან იწმინდება.

ახალი კავშირები ანაცვლებს ძველს. ტვინი ბალასტისგან თავისუფლდება.

მაშ ასე,
კარგი მეხსიერება ადამიანის ჭკუას არ განსაზღვრავს, პირიქით - უმნიშვნელო დეტალების დავიწყებისას, უფრო მკაფიოდ ვაზროვნებთ და ჭკვიანები ვხდებით.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მნიშვნელოვანია არა უმნიშვნელო დეტალების დამახსოვრება, არამედ მთელი სურათის გათავისება.

რამდენადაც ცოცხალ სამყაროში გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის სახის დამახსოვრება და არა მისი სახელის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS