13 სექტემბერი, 2017
„ჩემი ცოლი ბავშვის გაჩენაზე უარს მეუბნება“ – 86 წლის კრასკო ახალგაზრდა ცოლის ჭირვეულობაზე წუხს
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ივან კრასკოს ახალგაზრდა ცოლმა საკუთარ გვერდზე ძალიან ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ქორწინებაში უზომოდ ბედნიერია.

თავის მხრივ გულახდილი ინტერვიუ მისცა ივან კრასკომაც: „ბევრი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ამბობდნენ, რომ კავშირი 60 წლიანი ასაკობრივი სხვაობით შეუძლებელია. თუმცა, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ამან ჩვენი ქორწინება კიდევ უფრო გაამყარა“ - განმარტა მამაკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ივან კრასკო ამჟამად 86 წლისაა, მისი მეუღლე ნატალი კი 26-ის. წყვილის ქორწინებიდან პირველი ფოტოების გამოჩენისას ისინი
ბევრმა გააკრიტიკა და მალე დაშორებაც უწინასწარმეტყველეს. ივანი და ნატალი უკვე 2 წელია ერთად არიან, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში გაირკვა, რომ წყვილის კავშირი არც თუ ისე ჰარმონიული გამოდგა, როგორც ეს ივან კრასკოს სურდა.

ივანმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს ბავშვი, თუმცა მისი ცოლი ცხოვრების ამ ეტაპზე ამის კატეგორიულად წინააღმდეგია.

ნატალის ბავშვის გაჩენა ოჯახში არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო არ სურს. როგორც ცნობილია წყვილი ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობს, სადაც მათთან ერთად კრასკოს ნათესავიც იმყოფება.

„შვებულება ახლა მიმთავრდება, ამიტომ ცოტა ფინანსური პრობლემა გვაქვს. ქორწინების წლისთავს გრანდიოზულად ვერ აღვნიშნავთ“ - თქვა ივანმა, როცა ქორწინების იუბილეზე დაუსვეს კითხვა.

მან ისიც დაანატა, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობს ცოლი ძვირადღირებული საჩუქრებით გაანებივროს, თუმცა ნატალი ამას არც ითხოვს, რადგან იცის, რომ მის საყვარელ მეუღლეს ახლა ამის შესაძლებლობა არ აქვს.

ანა გარელი


Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აი
ასე უბერაავს
22:43 / 13-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS