11 სექტემბერი, 2017
81 წლის ბებო აფთიაქში პრეზერვატივის შესაძენად შევიდა, თუმცა ფარმაცევტს გული სხვა მიზეზით შეუღონდა
ორი ხნიერი ქალი, მერი და სიუზანი მოხუცებულთა თავშესაფრის ეზოში იჯდა.

ქალები ყავის დალევითა და სიგარეტის მოწევით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ორივეს Camel-ი უყვარდა და ხუმრობით "ჩვენს აქლემს" ეძახდნენ.

დროს შესანიშნავად ატარებდნენ, ვიდრე მზიანი ამინდი მოულოდნელად წვიმიანმა დარმა არ შეცვალა.

ერთ-ერთი მოხუცი არ დაიბნა. მან საფულედან პრეზერვატივი ამოიღო, თავი მოაჭრა, სიგარეტს მოარგო და მოწევა ისე განაგრძო თითქოს არაფერი მომხდარა.

სიუზენმა გაკვირვებულმა იკითხა: "ეს რა არის?"

მერიმ უპასუხა: " რა თქმა უნდა, პრეზერვატივი. სამაგიეროდ ჩემი სიგარეტი არ დასველდება".

სიუზანმა
შეჰკივლა: "ეს გენიალურია. მაგრამ პრეზერვატივი საიდან მოიტანე?"

მერიმ უპასუხა: "შეგიძლია ნებისმიერ აფთიაქში შეიძინო".

მომდევნო დღეს სიუზენი აფთიაქში გაიქცა. როცა ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა, ფარმაცევტს გამოუცხადა, რომ მთელი შეკვრა პრეზერვატივი სჭირდებოდა.

გამყიდველი 81 წლის მოხუცის მოთხოვნამ გააოცა.

შეცბუნებულმა ენის ბორძიკით განაგრძო: "კარგი ქალბატონო. რომელი ბრენდის პრეზერვატივს აირჩევთ?"

სიუზენმა მხრები აიჩეჩა და უპასუხა: "მნიშნელობა არ აქვს, შვილო! მთავარია ჩემს აქლემს მოერგოს".

ფარმაცევტს გული შეუღონდა...

ანა გარელი

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS