07 სექტემბერი, 2017
“მე ყოფილი საყვარელი ვარ!” აი, 10 ნიშანი იმისა, რომ ქმარი გღალატობთ
29 წლის კლერი, როგორც ყოფილი საყვარელი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას. მან მოღალატე ქმრების 10 მნიშვნელოვანი მინიშნების შესახებ მოგვითხრო, წერს - The Asian Parent-ი.
გოგონა აღიარებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ტყუილზე წამოეგო. შედეგად, ურთიერთობა გააბა ცოლშვილიან მამაკაცთან, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ქორწინება დასრულებულია.
„თავს პირობა მივეცი, რომ უკვე არასოდეს გავხდები ვინმეს საყვარელი, რადგან წინა ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა. უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ შემიძლია სხვა ქალებს დავეხმარო, შენიშნონ გამაფრთხილებელი ნიშნები.“

გთავაზობთ კლერის მინიშნებებს,
თუ როგორ გავიგოთ, ჰყავს თუ არა პარტნიორს ან ქმარს სხვა ქალი.

1. გვიანობამდე არ წვება

ხშირად იძინებთ თქვენი პარტნიორის გარეშე? თუ თქვენი ქმარი ინტერნეტში გვიანობამდე ზის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ უნდა თქვენ წინაშე „დაიწვას“. რა თქმა უნდა, შეიძლება მუშაობს, მაგრამ დარწმუნდით, რომ ეს ასე არ არის.

2. თქვენი ხარჯები შეიცვალა

პარტნიორები, რომლებიც იტყუებიან, ხანდახან მალულად ხარჯავენ ფულს. თვალყური ადევნეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს. ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ნაშრომი დავხარჯოთ, მაგრამ ქორწინებაში გულწრფელობა არის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით.

3. მუსიკალური გემოვნება შეეცვალა

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კლერის თქმით, მამაკაცს, რომელსაც უეცრად ახალი ჯგუფისადმი სიყვარული გაუჩნდა, შესაძლოა, სხვა ქალი ჰყავს. ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი გვიბიძგებს ახალი სიგიჟეებისკენ - თუნდაც მუსიკალური გემოვნების შეცვლისკენ.

4. ყველა გაჯეტს პაროლი ადევს

პაროლები ტელეფონზე, ნოუთბუქსა და სოციალურ ქსელებში - საგანგაშო ზარია. ყველა ჩვენგანს აქვს პირადი სივრცის ქონის უფლება, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი, როდესაც სთხოვ, უნდა მოგცეს მათდამი წვდომა.

5. სარკაზმი საპასუხოდ
კლერის თქმით, მამაკაცი, რომელიც ღალატობს, ხშირად თხზავს ისტორიებს ტყუილის დასამალად. 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS