05 სექტემბერი, 2017
ცოლმა ქმარს პენისი მოაჭრა, რადგან გოლფს ძალიან ხშირად თამაშობდა
ცოლი 50 წლის ქმარს სამზარეულოს დანით თავს დაესხა, როცა ეძინა. აღშფოთებული მეზობლები ირწმუნებიან, რომ წყვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ცოლმა ქმარს სასქესო ორგანო მოაჭრა, რადგან მამაკაცი გოლფს ძალიან დიდხანს თამაშობდა.

დაზარალებულის მეუღლე, 54 წლის მისის კიმი ამბობს, რომ ქმარი მას აიგნორებდა. ის ირწმუნება, რომ ქალაქ იონსუში ყოფნისას ქმარი მას სასტიკად მოექცა.

მისის კიმი იმასაც ამატებს, რომ ქმარი ფულს არასდროს აძლევდა, თვითონ კი გამუდმებით გოლფს თამაშობდა.

დაზარალებული მამაკაცი მეზობლებმა, საკუთარ ბინაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ცნობით,
მისი მდგომარეობა სტაბილურია და იცოცხლებს.

პოლიცია დანაშაულის ჩადენის მოტივებს ჯერ კიდევ იძიებს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS