მთელი ცხოვრება გაუმწარეს. მამამთილი გულით გარდაიცვალა და მის სიკვდილს ცოლს აბრალებენ, რომ ექიმთან დროულად არ წაიყვანა. ჩემს ქმარს ხელის გულზე ატარებენ. ისიც მამიდებზე აბოდებს, მაგრამ მე პირველივე დღიდან ამითვალწუნეს.
ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონდათ და სანამ გაიგებდნენ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი,
სამშობიაროდან გამოყვანისთანავე თავისთან დააწვინეს და როგორც უნდათ, ისე ზრდიან. მეუღლე მეუბნება, რომ მეხმარებიან და არ ვაფასებ. მარწმუნებს, რომ უნდა მიხაროდეს მისი მამიდების საქციელი, მე კი ლამის გავგიჟდე.
რომ არ ვმუშაობდე, ალბათ აქამდე ათასჯერ დამენგრეოდა ოჯახი. რამდენიმე დღის წინ გამომიცხადეს, რომ ერთ შვილს სასწრაფოდ მეორეც უნდა მივაყოლო და პატარები ერთად დაიზრდებიან.
არ ვიცი, საქართველოში არსებობენ თუ არა ასეთი ოჯახები, თუ მე ვარ გამონაკლისი. დედა მეუბნება, რომ სანამ ჩემი დედამთილივით სამი ქალის აჩრდილად ვიქცევი, სახლში დავბრუნდე.
ჩემი მშობლები სტუმრად არ მოდიან, მეუბნებიან, რომ იმ საცოდაობის ყურება არ შეუძლიათ, რაც ჩვენს სახლში ტრიალებს.
ჟურნალი ''რეიტინგი''