13 დეკემბერი, 2013
ქმრის მამიდებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს
ჩემი მშობლები სტუმრად არ მოდიან, მეუბნებიან, რომ იმ საცოდაობის ყურება არ შეუძლიათ სამი წელია გავთხოვდი და სახლში ჯილდოდ მეუღლის სამი გაუთხოვარი მამიდა დამხვდა. არც ერთი არ მუშაობს და დღეებს მეზობლებზე ჭორაობაში ატარებენ. საწყალი ჩემი დედამთილი ლანდივით დადის.

მთელი ცხოვრება გაუმწარეს. მამამთილი გულით გარდაიცვალა და მის სიკვდილს ცოლს აბრალებენ, რომ ექიმთან დროულად არ წაიყვანა. ჩემს ქმარს ხელის გულზე ატარებენ. ისიც მამიდებზე აბოდებს, მაგრამ მე პირველივე დღიდან ამითვალწუნეს.

ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონდათ და სანამ გაიგებდნენ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი,
მანამდე სულ უშვილოს მეძახდნენ. ექვსი თვის არის ჩემი გოგონა და ერთი დღე არ სძინებია ჩემს ოთახში.

სამშობიაროდან გამოყვანისთანავე თავისთან დააწვინეს და როგორც უნდათ, ისე ზრდიან. მეუღლე მეუბნება, რომ მეხმარებიან და არ ვაფასებ. მარწმუნებს, რომ უნდა მიხაროდეს მისი მამიდების საქციელი, მე კი ლამის გავგიჟდე.

რომ არ ვმუშაობდე, ალბათ აქამდე ათასჯერ დამენგრეოდა ოჯახი. რამდენიმე დღის წინ გამომიცხადეს, რომ ერთ შვილს სასწრაფოდ მეორეც უნდა მივაყოლო და პატარები ერთად დაიზრდებიან.

არ ვიცი, საქართველოში არსებობენ თუ არა ასეთი ოჯახები, თუ მე ვარ გამონაკლისი. დედა მეუბნება, რომ სანამ ჩემი დედამთილივით სამი ქალის აჩრდილად ვიქცევი, სახლში დავბრუნდე.

ჩემი მშობლები სტუმრად არ მოდიან, მეუბნებიან, რომ იმ საცოდაობის ყურება არ შეუძლიათ, რაც ჩვენს სახლში ტრიალებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნიიიი
რა დღეშია ეს ხალხიი...მაპატიეტთ მარა ვინ ყრიან ქმრის მამიდები,,,,ქმრის კი არა ჩემ მამიდას არაფერს არ ვაკითხებ.....კაცი რო იდგება თავის ადგილზე ვერც მამიდა,ვერც დედამთილი ვერც მული და ასე შემდეგ ვერც ვერავინ ჩაერევა ჩემს ოჯახში,,,,,,,მალეე საძინებელშიც შემოგივარდებიან ხოლმე და ქმართან წოლის საათებს დაგიწესებენ...არ გადაიღალოს ჩვენი ბიჭუნაო......ბოლო ბოლო საკითხი დაუსვი ან მე ან და ის შინაბერები თქოო
14:27 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გაერთიანდით რძალ დედამთილი, მეუღლის თანდასწრებით ეფერეთ მამიდებს, მის გარეშე კი ისე გაამწარეთ როგორც თქვენ გაგიმწარეს ცხოვრება.თანდათან მეუღლესაც შეაპარეთ, რომ ამ შინაბერებს რაღაც სჭირთ, ერთმანეთს უაზროდ უბამენ მხარს და ეჩვენებათ რომ თქვენ და სამყარო მათ წინააღმდეგ ხართ. აბა წარმატებები.
13:55 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
მოხმარებაც არის და მოხმარებაც, თუ ახლოს არ მიგაკარეს საკუთარი დედა,მითუმეტეს თუ მუშაობ კიდევაც, გამოდის რომ მარტო ღამე კი არა ბავშვი დღისითაც მათთან არის,ამ შემთხვევაში შეიძლება თავის ჭკუაზე ისე გაზსარდონ,რომ საკუთარი დედაც კი შეაძულონ ბავშვს,მე ორი შვილი მყავს მიყოლებით გაჩენილი,ერთი კი მართალი უთქვამთ ერთას გაიზრდებიანო, ჩემებიც ასე იზრდებიან,მარტო ვზრდი და დამხმარე ხშირად მინატრია, მაგრამ შენს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი,სანამ სულ მტლად ცაგაჯდენენ თავზე, ან ქმართან მოიღე ხმა და დაუსვი საკითხი ან მე და ბავშვი ან შენი მამიდებიო, ა მამიდებთნნ გახდი ცოტა მკაცრი
15:47 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
გეტყობა წყნარი ადამიანი ხარ, ხმა ამოიღე, იყვირე,მაგიდაზე მუშტები უბრახუნე, თავის ადგილზე მოსვი ეგ დედაკაცები!რას ჰქვია ბავშვს თვითონ ზრდიან და გიბრძანებენ მეორის გაჩენას! ასე იმიტომ გექცევიან,რომ შენი,როგორც ქმრიანი ქალის შ უ რ თ. თვითონ არ ღირსებიათ ქმრის სითბო და მაგიტომ შურთ შენი. არ დათმო არცერთი სიტყვა და საქციელი, თორემ მერე ქმართან წოლის რეგლამენტსაც დაგინიშნავენ
09:57 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
წადი შვილო თავს უშველე სანამ შენი დედამთილივით ივლი თორემ ეგენი კიდევ დიდხანს იქნებიან. შვილები თუ უნდოდათ თავისები გაეჩინათ.
22:04 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
სასწრაფოდ გადადით საცხოვრებლად სხვა ბინაში (გაცვლა, გაყიდვა, ქირაობა ან ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვარიანტი). ქმარი ან კაცია და რჩება თავის ოჯახში (ანუ შენთან და შვილთან), ან მასეთის ყოლას ყველაფერი გერჩივნოს. ძალიან კატეგორიული ვარ შეიძლება, ძალიანაც გიყვარს ალბათ, მაგრამ ცოლად კაცებს მიყვებიან და არა ბავშვებს.
18:21 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
V.გ.
Mაგისტანა არც მოხმარება Mინდა და არც ჩXოვრება. :)
18:09 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმ
თუ გეხმარებიან შვილის გაზრდაში მგონი მადლობელი უნდა იყო
17:40 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS