სამი და - მეისი, მაკენზი და მედლინი კალიფორნიაში დაიბადნენ, პირველი ორი ახალშობილი სიამის ტყუპი აღმოჩნდა, რაც 200 000 მშობიარობიდან ერთხელ ხდება.
სამწუხაროდ, მშობლებმა მათზე უარი თქვეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ ბავშვებზე ზრუნვას ვერ შეძლებდნენ, თანაც ნარკო დამოკიდებულებასთან ჰქონდათ პრობლემები.
კეთილშობილმა ადამიანებმა, ჯეფ და დარლა ჰარისონებმა გოგონები აიყვანეს. მათ 3 ვაჟი უკვე ჰყავდათ, თუმცა კიდევ 3 გოგონას აღზრდა გადაწყვიტეს.
2003 წლის სექტემბერში, როცა ახალშობილებს 9 თვე შეუსრულდათ,
ოპერაციიდან 2 წლის შემდეგ ბავშვებმა ჰარისონის გვარი ოფიციალურად მიიღეს.
გოგონებმა ახალი ოჯახის წყალობით დიდი ცხოვრებისეული გამოცდა გადალახეს, ახლა 14 წლისები არიან და სხვა თანატოლებთან ერთად ძალიან ხალისიანები და ენერგიულები გახლავთ.
ანა გარელი