28 აგვისტო, 2017
ინსულტის შემდეგ ქმარმა 4 შვილთან ერთად მიატოვა - მაგრამ მან ბედნიერება მაინც იპოვა
ინსულტის შემდეგ 37 წლის რიონა კელი პარილიზებული დარჩა, წერს Daily Mail-ი. 

ქმარმა ის 4 შვილთან ერთად მიატოვა. ქალი სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ შვილების გამო საკუთარ თავში სიცოცხლის გაგრძელებისა და ბრძოლის ძალა იპოვა.

მისი ძალისხმევა ფუჭად არ ჩავლილა. ქალმა ფეხზე დადგომა და ახალი სიყვარულის პოვნაც შეძლო - ადამიანის, რომელსაც სირთულეების არ შეშინებია.
ქმრის მიერ მიტოვებულმა და 4 შვილის პარალიზებულმა დედამ, ინსულტის მიღებიდან 5 დღის შემდეგ ახალი სიყვარული იპოვა, როცა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა. მამაკაცი მისი პირადი მწვრთნელი
გახდა, რომელმაც ის ფეხზე დააყენა.

რიონა კელიმ 2015 წელს ინსულტი მიიღო, რის შედეგადაც სხეულის მარცხენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. ექიმების თქმით, გავლას ვერასდროს შეძლებდა, თუმცა, ახლა, 2 წლის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა: რიონა ფეხზე დადგა და ახალ ბოიფრენდთან, ყოფილ მორაგბესთან, კიტ მეისონთან ერთად მომავალს თავდაჯერებულად უყურებს.

რეგულარული ვარჯიშის წყალობით, რიონამ ინსულტიდან 2 თვის შემდეგ ფეხზე დამოუკიდებლად დადგა და მალე გაიარა კიდეც.
კიტი და რიონა ამჟამად 5 შვილს ზრდიან: კელის 4 და კიტის 5 წლის ქალიშვილი, კალანი.

ანა გარელი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS