24 აგვისტო, 2017
35 წლის კაცი ასაკოვან მამაკაცად გარდაისახა, რათა ცოლს უფრო მეტად მოსწონებოდა
ვარშაველი პაველ ლაძიაკი 35 წლისაა, თუმცა 60 წლის მამაკაცს ჰგავს. მაგრამ ეს გენეტიკის ბრალი სულაც არ არის - პაველი ასობით დოლარს ხარჯავს იმისთვის, რომ უფრო ასაკიანად გამოიყურებოდეს.

ლაძიაკი გამოტყდა, რომ ეს იმიჯი ცოლის გამო შეიქმა, რადგან ქალს ასაკით გაცილებით უფროსი მამაკაცები მოსწონს. უჩვეულო იმიჯი მამაკაცს სამსახურშიც გამოადგა.

პაველი ფიტნეს-კლუბში ტრენერად მუშაობს და „გამოცდილი“ მამაკაცის იმიჯი ძალიან ეხმარება.

მისი ვარჯიშები ძალიან პოპულარულია, რადგან ბევრი იტალიელ „მოცეკვავე მილიონერს“ ჯანლუკა ვაკის ამსგავსებს.
იმიჯის შესანარჩუნებლად, ვარჯიშის გარდა, პაველი ხშირად
დადის სოლარიუმში და თმას ჭაღარა ფერზე იღებავს.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ლაძიაკის სარკეში საკუთარი გამოსახულება სულაც არ აკმაყოფილებდა. „პენსიონერი“ გამოტყდა, რომ გოგონები ზედაც არ უყურებდნენ, ახლა კი მუდამ ყურადღების ცენტრშია.


ანა გარელი


Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS