22 აგვისტო, 2017
მშობლებს შეწირული სიყვარული და შინაბერად დარჩენილი გოგოს სევდიანი ისტორია
ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი

ქალ­ბა­ტო­ნი თეა ძა­ლი­ან დარ­დობს წლე­ბის წინ ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სის გა­მო. ამ­ბობს, რომ სიყ­ვა­რულს შეს­წი­რა გა­ნათ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი, სა­ვა­რა­უ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და სა­ნაც­ვ­ლოდ მი­ი­ღო ში­ნა­ბე­რო­ბა. მი­სი წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:



"კა­ცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო, რომ ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა. მე და ჩე­მი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დიდ­ხანს ვოც­ნე­ბობ­დით ერ­თად ყოფ­ნა­ზე, ლა­მა­ზი ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე და ხში­რად დაგ­ვიწყ­ვია გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს თა­ნაცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და. გვინ­დო­და, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით სად­მე ზღვის­პი­რეთ­ში. შინ
უნ­და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა წე­რი­ლე­ბი და რო­ცა წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ჩვენს მშობ­ლე­ბს ამ წე­რი­ლე­ბის კითხ­ვი­სას რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ, ამა­ზეც ბევრს ვხა­ლი­სობ­დით. წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი ხშირ-ხში­რად იც­ვ­ლე­ბო­და, რად­გან ხან გვე­ცო­დე­ბო­და მშობ­ლე­ბი, ხან კი და­უნ­დობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მი­ვახ­ლი­დით, რომ ამ ნა­ბი­ჯის­კენ თა­ვად გვი­ბიძ­გეს, რად­გან ჩემს მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ გიო და გი­ოს მშობ­ლე­ბიც მი­წუ­ნებ­დ­ნენ, _ ოჯახ­ში ასე­თი რძა­ლი არ გა­მოგ­ვად­გე­ბაო.

მოკ­ლედ, და­წუ­ნე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ბუ­დე­ში მივ­დი­ო­დით და მშობ­ლებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. გვე­გო­ნა, ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, თუ არა სიკ­ვ­დი­ლი. ბუ­დე კი მე­გობ­რის სახ­ლ­ში გვქონ­და. ჩე­მი მე­გობ­რის დე­და საზღ­ვარ­გა­რეთ იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, მა­მა არ ჰყავ­და, შინ მხო­ლოდ თე­კო და მი­სი ბე­ბო იყ­ვ­ნენ, ისი­ნი კი ხელს არა­ფერ­ში გვიშ­ლიდ­ნენ, პი­რი­ქით _ ქე­თე­ვან ბე­ბო (გა­ა­ნათ­ლოს ღმერ­თ­მა მი­სი სუ­ლი) ხში­რად გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­ჭა­პუ­რით და იცი­ნო­და: მო­დით, ბავ­შ­ვე­ბო, და­ნაყ­რ­დით და არ და­მი­ვიწყოთ, იცო­დეთ, პირ­ვე­ლი შვი­ლი მე მო­მა­ნათ­ვ­ლი­ნეთ, რო­ცა და­ო­ჯახ­დე­ბით და პა­წია გე­ყო­ლე­ბა­თო. ის ხში­რად გვი­ამ­ბობ­და სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალ­საც, რომ სა­დე­დამ­თი­ლო იწუ­ნებ­და, ყველ­გან ლან­ძღავ­და თურ­მე, მაგ­რამ მე­რე, რო­ცა მის ოჯა­ხ­ში მა­ინც შე­ვი­და, ისე შე­აყ­ვა­რა თა­ვი, რომ სიკ­ვ­დი­ლამ­დე ქე­თე­ვან ბე­ბოს მზეს ფი­ცუ­ლობ­და და მის გამ­ზ­რ­დე­ლებს აქებ­და, _ ასე­თი კარ­გი რომ გაგ­ზარ­დეს, მა­გი­ტო­მაც უნ­და იცოცხ­ლონ 100 წე­ლი­წა­დი. მე გი­წუ­ნებ­დი და თურ­მე, და­საბ­რ­მა­ვე­ბე­ლი თვა­ლე­ბი ოქ­როს ვერ ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ, უბ­რა­ლო ლი­თო­ნი მე­გო­ნეო. ჰო­და, გვა­ი­მე­დებ­და ქე­თე­ვან ბე­ბო, ოღონდ _ გვაფ­რ­თხი­ლებ­და კი­დეც: ცუ­დი არა­ფე­რი იკად­როთ და არა­ფე­რი აკად­როთ პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს. იცო­დეთ, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებს. ცუდ­კა­ცო­ბით შორს ვერც ერ­თი ვერ გა­ცუ­რავთ. ისეთ რა­მეს ნუ გა­ა­კე­თებთ, რომ ის ტო­ტი მო­იჭ­რათ, რა­ზეც ზი­ხარ­თო... ვხვდე­ბო­დით მის გა­დაკ­რუ­ლებს და ბე­ბოს რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით კი­დეც. ცუ­დი მარ­თ­ლა არა­ფე­რი გაგ­ვივ­ლია გულ­ში. გი­ოც ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი­ვით იქ­ცე­ო­და, ზედ­მე­ტი არას­დ­როს არა­ფე­რი უკად­რე­ბია და მად­ლო­ბა ღმერთს, ასე რომ მოხ­და...

სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ (კლა­სელე­ბი ვი­ყა­ვით) და ბან­კე­ტის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დით გა­პარ­ვას. ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი და გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ბან­კეტ­ზე ლა­მის მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო მახ­ლ­და, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლის­ში გა­მიშ­ვეს იძუ­ლე­ბით. თურ­მე, ჩემს მშობ­ლებს ვი­ღაც კე­თი­ლის მსურ­ველ­მა უთხ­რა, შე­ნი შვი­ლი გა­პარ­ვას აპი­რებ­სო. თბი­ლის­ში დე­დაც წა­მომ­ყ­ვა. გა­მოც­დებ­ზე გას­ვ­ლის სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, ძა­ლით გა­მიყ­ვა­ნეს, მე კი რაც ვი­ცო­დი, ისიც არ გა­ვა­კე­თე, არ მინ­დო­და, უნი­ვერ­სი­ტეტს ხე­ლი შე­ე­შა­ლა ჩე­მი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. მე­გო­ნა, თუ სო­ფელ­ში და­მაბ­რუ­ნებ­დ­ნენ, გი­ოს­თან ერ­თად გა­პარ­ვას მო­ვა­ხერ­ხებ­დი... ჩა­ვი­ჭე­რი. დე­და ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა ამ ამ­ბავ­მა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში ჩა­სულს, მას­წავ­ლებ­ლებ­მაც მწა­რედ მი­საყ­ვე­დუ­რეს, _ რა­ტომ მოგ­ვ­ჭე­რი თა­ვი, მთე­ლი წე­ლი იმის­თ­ვის გამ­ზა­დებ­დით და გა­ქებ­დით, რომ წყალ­ში ჩა­გე­ყა­რა ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბაო?..

მოკ­ლედ, გარ­შე­მო ყვე­ლა მსაყ­ვე­დუ­რობ­და, მე კი სო­სო­ი­ა­სი არ იყოს, რა­ღაც მი­ხა­რო­და. მსჯიდ­ნენ, მსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ და მე კი მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან სო­ფელ­ში გახ­ლ­დით და გი­ოს ნახ­ვის სურ­ვი­ლი მკლავ­და. მშობ­ლე­ბი ეზო­დან ფე­ხის გად­გ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დ­ნენ. ჰო­და, მე­გო­ნა, ის ჩე­მი სახ­ლის ირ­გ­ვ­ლივ და­ბო­რი­ა­ლებ­და, რომ ვე­ნა­ხე. სულ ჭიშ­კ­რის­კენ ვიც­ქი­რე­ბო­დი, მაგ­რამ ვე­რა და ვერ მოვ­კა­რი თვა­ლი...

ერთ დღეს, რო­გორც იქ­ნა, თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი მეს­ტუმ­რ­ნენ. მათ­თან ვცა­დე გი­ოს ამ­ბე­ბის გარ­კ­ვე­ვა. მითხ­რეს, რომ გი­ო­მაც ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი, იური­დი­ულ­ზე მო­ეწყოო. გუ­ლი დამ­წყ­და, მის გა­მო ხომ გა­მოც­დებ­ზე თი­თიც არ გა­ვან­ძ­რიე, ბი­ჭი კი თურ­მე, სტუ­დენ­ტი გამ­ხ­და­რა. ვი­ნა­ნე, რომ არ მო­ვინ­დო­მე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო...

მიკ­ვირ­და, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემს ნახ­ვას რომ არ ცდი­ლობ­და. გუ­ლი მე­წუ­რე­ბო­და ცუ­დის მო­ლო­დინ­ში. ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ თბი­ლის­ში სხვა გო­გო მო­ე­წო­ნა-მეთ­ქი. ვდარ­დობ­დი, ვდარ­დობ­დი უსაშ­ვე­ლოდ...

გა­მიკ­ვირ­და, ერთ დღეს მშობ­ლებ­მა სახ­ლი­დან გას­ვ­ლის ნე­ბა რომ დამ­რ­თეს, მე­გობ­რებ­თან წას­ვ­ლის უფ­ლე­ბა მომ­ცეს. გა­ხა­რე­ბულს, შინ რა გა­მა­ჩე­რებ­და და მო­ვირ­ბი­ნე მთე­ლი სო­ფე­ლი. თვა­ლი გი­ოს სახ­ლის­კე­ნაც მქონ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­ვი­ნა­ხე, მხო­ლოდ ბა­ბუ­ა­მი­სი დას­დევ­და ეზო­ში ხბოს...

ჩვენს ბუ­დე­ში შე­ვი­ა­რე. ბე­ბო სი­ხა­რუ­ლით შე­მე­გე­ბა, _ რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი შენ გა­მო. გა­მა­გე­ბი­ნე, გა­მოც­დე­ბი რო­გორ ვერ ჩა­ა­ბა­რე? ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­ეწყო და შენ, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან რომ ბრწყინ­ვა­ლედ სწავ­ლობ­დი, რამ ჩაგ­ჭ­რაო? გა­მო­ვუტყ­დი, რომ ჩა­ბა­რე­ბა არც მიც­დია. თავ­ში ხე­ლი შე­მო­იკ­რა, _ ჰო­და, დე­დი­შე­ნის გი­ჭა­მია. ეს რო­გორ გა­ა­კე­თე? ახ­ლა მო­გი­წევს მთე­ლი წე­ლი სო­ფელ­ში უქ­მად ჯდო­მა, შე­ნი კლა­სე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, გი­ოს ჩათ­ვ­ლით, სტუ­დენ­ტო­ბას ზე­ი­მო­ბე­ნო. ჩემს მე­გო­ბარს ვთხო­ვე, _ იქ­ნებ გიო მო­იყ­ვა­ნო-მეთ­ქი. _ თბი­ლის­შია ისე­ვო, _ მითხ­რა. მე­რე გა­მო­მიტყ­და: თურ­მე, გი­ოს მშობ­ლებ­საც გა­უ­გი­ათ, გა­პარ­ვას რომ ვა­პი­რებ­დით. დე­და­მისს გა­უ­ხარ­და, შე­ნებ­მა აქა­უ­რო­ბას რომ მო­გა­ცი­ლეს და გი­ო­საც მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი გაჰ­ყ­ვა თბი­ლის­ში, რომ შენ­თან მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და. ახ­ლაც იქ არი­ან დე­და­მი­სი და მი­სი და. რო­გორც ვი­ცი, ჩა­მოს­ვ­ლას არც აპი­რე­ბე­ნო...

დი­დი წვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, სა­დაც იყო, მე­რე სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მომ­ცეს. მივ­დი­ო­დი ყო­ველ­დღე ფოს­ტა­ში და ვრე­კავ­დი ნო­მერ­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის სხვა იღებ­და ყურ­მილს, მე კი ვერ ვბე­დავ­დი მეთ­ქ­ვა, გი­ოს და­უ­ძა­ხეთ-მეთ­ქი. ერ­თხელ მე­გო­ბა­რი ბი­ჭი გა­ვი­ყო­ლე. მან უთხ­რა გი­ოს ნა­თე­სავს, ვის­თა­ნაც გვინ­დო­და სა­უ­ბა­რი. გიო მო­ვი­და ტე­ლე­ფონ­თან და მე­გო­ბარ­მა მო­მა­წო­და ყურ­მი­ლი. გიომ წა­მო­იყ­ვი­რა, _ თე, რო­გორ ხა­რო და "და­ვიწ­ვით". დე­და­მის­მა ყურ­მი­ლი გა­მოჰ­გ­ლი­ჯა ხე­ლი­დან და მიყ­ვი­რა, _ არ გრცხვე­ნია, ბიჭს რომ დას­დევ კუდ­ში და გვა­წუ­ხე­ბო? მე­რე არ ვი­ცი, რა მოხ­და, მაგ­რამ გიო სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და, ჩემს სახ­ლ­ში მო­ვი­და და მა­მა­ჩემს უთხ­რა, _ ერ­თ­მა­ნე­თი გვიყ­ვარს და ნუ დაგ­ვა­შო­რებ­თო. მა­მამ უყ­ვი­რა, _ ვის უბე­დავ, შე ცინ­გ­ლი­ა­ნო ამის თქმას? აქე­დან და­მე­კარ­გეო! გი­ომ ფე­ხიც არ მო­იც­ვა­ლა, _ თუ ნე­ბით არა, ძა­ლით წა­ვიყ­ვა­ნო და მა­მა­ჩემ­მა ისე მი­ბეგ­ვა, თუ გა­დარ­ჩე­ბო­და, არ მე­გო­ნა. მე­რე მა­მა მეც გა­მი­ჯავ­რ­და და ნა­თე­სავ­თან გამ­გ­ზავ­ნეს მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ონ­ში. იქ ვსწავ­ლობ­დი ტექ­ნი­კუმ­ში და ყო­ველ­დღე გი­ოს­თან ერ­თად გა­პარ­ვის გეგ­მას ვად­გენ­დი, მაგ­რამ თან მე­ში­ნო­და, რად­გან მა­მა და­მე­მუქ­რა: თუ კი­დევ მას­ზე იფიქ­რებ, მოვ­კ­ლა­ვო. მი­უ­ხე­და­ვად ამ ში­ში­სა, ერ­თხელ, რო­ცა უკ­ვე კურ­სი უნ­და დაგ­ვე­ხუ­რა, გავ­რის­კე და თბი­ლის­ში გა­ვი­პა­რე იმ იმე­დით, რომ გი­ოს "გე­პე­ი­ში" ვი­პო­ვი­დი. ვერ მი­ვა­გე­ნი...

ერ­თ­მა­ნეთს სო­ფელ­ში შევ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ იმის ში­შით, მა­მას არ და­ვე­ნა­ხე მის გვერ­დით, თა­ვად­ვე გა­ვურ­ბო­დი. მარ­ტო ვერ­სად შევ­ხ­ვ­დი, რად­გან ჩე­მე­ბი ყველ­გან თან დამ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, თვალს არ მა­შო­რებ­დ­ნენ. მე­რე სექ­ტემ­ბე­რიც დად­გა და გიო თბი­ლის­ში წა­ვი­და, მე მარ­ტ­ვილ­ში გამ­ხიზ­ნეს. რა­ღა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლო, გი­ომ თბი­ლის­ში გა­იც­ნო გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თურ­მე, გულ­ში ჩა­უ­ვარ­და (ან იქ­ნებ, ჩემს ჯი­ნა­ზე მო­იქ­ცა ასე, რად­გან მე ვერ შევ­ძე­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა. მან ხომ არ იცო­და, მის გა­მო თბი­ლის­შიც რომ გა­ვი­პა­რე). მის­მა მშობ­ლებ­მაც თან­ხ­მო­ბა გა­ნუცხა­დეს და შე­ირ­თო.

ქორ­წილ­ში რომ დამ­პა­ტი­ჟეს, თმა პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მი­თეთ­რ­და. ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე და ვი­ტი­რე, მაგ­რამ ამით ვერ და­ვიბ­რუ­ნე ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი. 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
ზგაპრებს წერთ
20:32 / 25-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS