21 აგვისტო, 2017
"დედამთილმა მითხრა, ჩემს შვილს საკმაოდ დიდი აქვს და იმ პოზაში არ მისცე ამ პოზაში მიეციო" - ქართველი ჟურნალისტის სკანდალური აღიარება
რძალ-დედამთილის ფენომენი საქართველოში ურყევია, მაგრამ ჩვენი რესპოდენტი ყველაზე იშვიათ და წარმოუდგენელ რძალ-დედამთილურ ისტორიებს მოგვიყვება, მას თითქმის 15 თვის განმავლობაში ქმართან და დედამთილთან ერთად ერთ ოთახში ეძინა. როგორც ის თავად ამბობს, დედამთილი სექსის პოზებს ასწავლიდა. ნინო ბედიანიძე ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელსაც მომავალმა ქმარმა ცოლი ბიძაშვილად გააცნო და ასე წაართვა ყველაფერი რაც გააჩნდა...

- როგორ დაიწყო თქვენი და თქვენი დედამთილის ურთიერთობა? ხომ არ ეწინააღმდეგებოდა თქვენი და თქვენი მეუღლის ერთად ყოფნას?
- როცა ჩემი მეუღლე გავიცანი, ვერაზე ვმუშაობდი ბილაინის
ოფისში პრომო გოგონად. მოვიდა ბილაინის ნომრები გაქვთ თუ არაო მკითხა, როგორც აღმოჩნდა, ეს გაცნობის ერთ-ერთი ხერხი იყო, მე ძალიან გულახდილი და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და მალევე დავუმეგობრდი. ჩვენმა მეგობრობამ საკმაო ხანს გასტანა, მერე მისი მშობლებიც გავიცანი. როცა დედამისმა გაიგო ჩემს შესახებ, დედ-მამა გარდაცვლილი მყავს, სახლი მაქვს და ვმუშაობ მოიხიბლა ჩემით... ძალიან უჭირდათ ქირით ცხოვრობდნენ და შევთავაზე ჩემთან გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად. მე მაშინ სხვა მიყვარდა, საყვარელ ადამიანთან ერთად თურქეთში ვაპირებდი წასვლას. დედამისს ვუთხარი, ჩემთან გადმოდით სანამ წავალთ-მეთქი და გადმოვიდნენ. ყველაფერი თავისი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით მოაწყო ამ ქალმა ჩემს სახლში და გადმოსახლდა ქმარ-შვილიანად ჩემთან. მალე მე თვითონ აღარ ვიცოდი ჩემს სახლში სად რა იდო. ცოტა ხანში თვითონ კოკას დედამ გაავრცელა სანათესაოში, რომ კოკამ ცოლი მოიყვანა თორემ მე თავიდან სულაც სხვა მიყვარდა და ბოლომდე არ მქონდა გადაწყვეტილი...

- როგორ, კოკასთან გქონდათ ურთიერთობა და პარალელურად სხვას ხვდებოდით?

- ვეღარ... ის ცდილობდა ჩემს ნახვას და კოკამაც იცოდა, რომ ის მიყვარდა,მაგრამ... თან ეძმაკაცებოდა და იმით ამაყობდა „ძაღლს“ შეყვარებული ავახიეო...

- ანუ თქვენ არ იყავით ოფიციალურად დაქორწინებულები?
- ჯვარი მაქვს დაწერილი. შეწინააღმდეგება ვეღარ მოვახერხე, ისინი სოფლიდან იყვნენ, როგორც კი გაიგო სოფელში ბებიამ, წამიყვანეს გამაცნეს სანათესაო, დამახვედრეს ბეჭედი და მეორე დღესვე ქალმა მაგიდაზე ხელი დამირტყა, ჩემს შვილს თუ არ ჩაწერ მე შენ ხელს არ მოგაწერიებო. უკვე მივხვდი, რომ ქონების თემა იყო და სხვა არაფერი... ამას მოყვა უამრავი შეურაცხყოფა, რაც ვერ ავიტანე, მაგრამ საკუთარ თავს ვაიძულე მოთმენა. ერთ ამბავს მოგიყვებით, როგორც გინდათ ისე დაწერეთ, მე თვითონაც ყოფილი ჟურნალისტი ვარ და არ მაწუხებს სკანდალები და ინტრიგები, შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ... ქალი მომიტრიალდა და მითხრა, ჩემს შვილს საკმაოდ დიდი აქვს და იმ პოზაში არ მისცე ამ პოზაში მიეციო.... (იცინის) გავოგნდი, ბატონო-მეთქი?! იცი, რომ შენს შვილთან საერთოდ არ ვწევარ-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ კოკა ჩემთან რჩებოდა, არ გვქონია ის მომენტი "გავქანებულიყავით და შევსკდომოდით ერთმანეთს"... ეგ როგორო, შენ რისი თქმა გინდაო, რომ ჩემი შვილი პიდარასტიაო?

- ერთ ოთახში არ გეძინათ შენ და შენს მეუღლეს?
- კი, ოთახ ნახევრიანი ბინა გვქონდა მარჯანიშვილზე, მაგრამ ოთახში დედამისი გვეწვა, სახლში როცა არ იყო, რაღაცას მაშინ თუ მოვახერხებდით ხოლმე...
მე ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ერთ მშვენიერ ღამეს, გავახილე თვალები და ვხედავ როგორ ეფერება ჩემს ქმარს... ვიყავი თუ არა ოფიციალური ცოლი, რა მნიშვნელობა აქვს, მის შვილს ქალი უწევს ხომ გვერდით? ის კი ეფერებოდა...მესმის, ყველას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ეს საშინელება იყო. 22 წლის კაცს, რომ დედა ბანს ეს საშინელი წარმოსადგენია... წინააღმდეგობა არ ესიამოვნა... კოკა საწოლიდან ადგა და მესმის ასეთი ფრაზა, არ გაატრაკა თავისი მკვდარი დედით საქმე ბოლოს და ბოლოსო... ძალიან გავბრაზდი, მაგრამ თავი შევიკავე, ჩავიცვი და გავედი სახლიდან... ის ღამე გარეთ გავათენე.

- სად იყავით წასული?
- რ ავიცი სად არ ვიარე, მამამთილთანაც ვიყავი, სამარშუტო ტაქსზე მუშაობდა, ქუჩაშიც ვიარე... თვითონ, თავისი შვილის ძმაკაცის საყვარელი იყო, მაჩვენებდა იმ ბიჭის ფოტოს და მიყვებოდა ხოლმე. ის ღამე რომ გავათენე და დილით სახლში დავბრუნდი, გავიგონე კოკას ეუბნებოდა, შვილო, რატომ ნერვიულობ შენ მოგიკვდეს დედიკო, ეგ საყვარლებში იქნება წასულიო, გაოგნებული ჩამოვჯექი კიბეზე. გამოვიდა და მკითხა სად იყავი მთელი ღამეო, შევხედე და ირონიულად ვუპასუხე, საყვარლებში ვიყავი-მეთქი. ამის გამო კი მე მითხრა უზრდელი ხარო... კოკას ვუთხარი, რომ სანამ დედამისი იქ იყო მე ჩემს სახლში არ შევიდოდი, ის ღამე დარჩა და მერე წავიდა... არ ვიცი სად წავიდა, თუ არ ვცდები ბავშვის მომვლელად მუშაობდა, აღარ დავინტერესებულვარ... მაგრამ, წასვლის შემდეგ შორიდან ანგრევდა ჩვენს ურთიერთობას, დედამისის ნახვის შემდეგ კოკა ისეთი გაღიზიანებული მოდიოდა სულ ვჩხუბობდით ხოლმე, ადგილი ქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც...

- როცა ერთად ცხოვრობდით, რას ამბობდა კოკა დედამისის არაადეკვატურ ქმედებებზე?

- არაფერს ვერ ამართლებდა ნამდვილად, მაგრამ რამდენჯერაც დედას წინააღმდეგობა გაუწია იმდენჯერ მუქარა მიიღო.

- რით ემუქრებოდა?
- სადაც კი მუშაობის დაწყებას გადაწყვეტდა ყველგან ხელს უშლიდა. პრობლემა ის იყო რომ კოკას ბავშობაში ეპილეფსიის ჯგუფის რაღაც დაავადება ჰქონდა და გონება განვითარებას აგვიანებდა, წერა-კითხვა არ იცოდა. ემუქრებოდა, რომ მატერიალურ დახმარებას შეუწყვეტდა.

- რატომ არ უშვებდი ამდენ ხანს შენი სახლიდან? რატომ ითმენდი?
- წინა ოჯახიც დანგრეული მქონდა და ხალხის აზრმა დამხია უკან რაღაცნაირად , თუმცა 15თვე ავიტანე მხოლოდ...

- რა იყო ხოლმე შენი და შენი მეუღლის ჩხუბის მიზეზი? რაიმე შეზღუდვებს ხომ არ გიწესებდა?

- ნათესავებთან ურთიერთობას მიკრძალავდა...

- ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ახლა თავშესაფარში ვცხოვრობ... კოკასთან ურთიერთობა 2009 წელს მქონდა, ორი წლის მერე გავიცანი ის, ვის გამოც ყველაფერი დავკარგე...

- კოკა შენი მეორე ქმარი იყო, პირველ ქმარს რატომ დაშორდი?
- ჩემი პირველი ქმარი პათოლოგი ლოთი იყო, რეციდივი ჰქონდა, უკვე სამჯერ ნაციხარია და რომ თვრებოდა მხოლოდ იმიტომ მცემდა, რომ ვუყვარდი, 9 თვის თავზე მონასტერმა მას სულმღაფავი გამოსტაცა ჩემი თავი...

- კოკასთან გაქვს ურთიერთობა?
- სხვათაშორის კი, კოკასთან 1მაისს აღვადგინე ურთიერთობა ოღონდ მეგობრულ ფარგლებში... მეორე ოჯახი და შვილი ჰყავს და იმ ოჯახსაც უნგრევს დედამისი და ჩემთან მორბის ხოლმე გულის გადასაყოლებლად...

- შენთან როცა მოდის, რას გეუბნება ხოლმე? ძველებური ურთიერთობის აღდგენაზე გელაპარაკება?
- მიყვება დედამისი როგორ უნგრევს ოჯახს და იმდენად ცუდადაა, რომ არა შვილი, ალბათ თავს მოიკლავდა... ისიც მითხრა, რომ მისი ცოლი ისე არ უყვარს, როგორც - მე... რომ არ ეთქვა, ისედაც ვიგრძენი. მისი ცოლიც გავიცანი, ძალიან მეომება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის დანგრევა არ მაინტერესებს. პირიქით ვცდილობ თავი ავარიდო კოკას ზარებს.

- ისევ გიყვარს კოკა?
-არა! არცერთი პროცენტით, საერთოდ გაუცხოვდა ეს გრძნობა დღეს ჩემთვის გულიც კი მტკივა რომ ოდესმე მყვარებია და ამ გრძნობის სახელით ასე გავიუბედურე თავი...

- ახლა ვინ არის შენს ცხოვრებაში?
-ინტერნეტით გავიცანი ერთი ადამიანი, თუმცა ვერ ვიტყვი, დიდი რომანი გვაქვს-მეთქი... მაგრამ ჩემგან არაფერს ელის, ძალიან პატიოსანი ადამიანია იანვრიდან მოყოლებული ეს 2 კვირაა ძლივს დამიახლოვდა.კონფლიქტოლოგი და ფრანგული ენის სპეციალისტია, ძალიან კარგი ადამიანია და მინდა ბედნიერი ვიყო მასთან ერთად.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
vazha
vai shens patrons
07:01 / 15-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მანო
მაგარი უნიჭო ზღაპარია,მკითხველის მოსაზიდად,ვაი რა გეშველებათ!!
11:07 / 11-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნია
ამ დებილობებს ვინ იგონებს? ან რატომ აქვეყნებთ? რა მარაზმია?!
23:04 / 04-09-2017
გამოხმაურება / 0 /
Vika
Shvili shen ubedurebas abraleb vinmes???sxva miyvarda sxvas vxvdebodi megobrulad jvari daviweret shemecoda saxlshi moviyvame sxva bebiastan wavedi colad gamomacxades..oeeee..shokshi var am gamotayvanebul gaunatlebel idiot gogoze.es raooo???vaime vaime
03:44 / 02-09-2017
გამოხმაურება / 0 /
რუსლანი
შვილო თვითონ ხარ ჭკუასუსტი გენაცვალოს რუსლანი ძია...სხვა თუ გიყვარდა მეორე რატო შეისახლე ოჯახით და ახლაც ათას სისულელეს რატოო სჩადიხარ
00:21 / 24-08-2017
გამოხმაურება / 0 /
თემო მეგრელიშვილი
ცოდვა გოგო რამდენი უცამია მგონი მარტლა იმსახურებს ბედნიერებას ე რაც ცავიკითხე. გაოცებული ვარ არა და მარტლა არსებობენ ესთი დედამთილებიი
17:42 / 23-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ვაიმეეე
რა გვეშველებაა.. ეს გოგო ექიმს აჩვენოს ვინმემ ხო შიძლება.. ნელ ნელა ამატებს ისტორიებს და საერთოდ რატო ყვება ასეთ იდიოტობებს
17:19 / 23-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ტარას ბულბა ტკიბულსკი
ბოზების დოღი გაუშვით საბალახოდ
11:22 / 22-08-2017
გამოხმაურება / 0 /
კიკი
სად იპოვეთ ეს ვიღაც სულელი
01:38 / 22-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გოგოოოო, შენ ალაოდ ხომ არა ხარ. ყოფილი ჟურნალისტი ასეთი ცერცეტი და ტვინბრგვილი თუ ხარ, საჯაროდ მაინც ნუ აფრქვევ სისულელეებს. ერთს უნდა გაყოლოდი და მეორე სახლში მოიყვანეეე. რა იდიოტიზმია. იმიტომაც დაკარგე ყველაფერი.
01:29 / 22-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS