ემიგრანტის მეგობარი - ასე წარმოგვიდგინა თავი ქალბატონმა, რომელმაც მძიმედ საკითხავი წერილი მოგვწერა. ლაპარაკია ქალბატონზე, რომელსაც ჯერ ემიგრანტობა არგუნა ბედმა, საკუთარი სხეულის გამოყენება დასჭირდა იმისთვის, რომ არ დაკარგულიყო და ოჯახი არ დაეღალატებინა, ბოლოს კი, შინ დაბრუნებულმა, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წერილის სტილი დაცულია.
"მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო. ეს ის პერიოდია, როცა მანეთი კუპონმა შეცვალა და ხალხს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, გლეხებს მიწის დასამუშავებელი თანხა არ ჰქონდათ და ვისაც როგორ შეეძლო, ისე გაჰქონდა
ერთ დღეს მეგობარმა მითხრა, - რა ვქნა, ძალიან გაგვიჭირდა, უნდა გავრისკო და სხვების მსგავსად, მეც სადმე სამუშაოდ გადავიხვეწოო. აბა, რომც დამეშალა მისთვის რამე, რა აზრი ექნებოდა? მაშინ, მე უნდა გამეწვდინა მისთვის დახმარების ხელი, ფული მიმეცა ან დამესაქმებინა, მაგრამ აბა, ამას როგორ შევძლებდი, როცა თავადაც ძალიან მიჭირდა? შეიძინა ჩემმა მეგობარმა თურქეთისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთი და თან ნასესხები, ორიოდე გროშიც წაიღო, ყოველი შემთხვევისთვის. სტამბოლში ჩასულმა, არ იცოდა, ღამე სად გაეთია და საგონებელში ჩავარდა. ენა არ იცოდა, ახლობელიც არავინ ჰყავდა. სადგურში ცარიელ სკამზე მოკალათდა და გადაწყვიტა, ცოტა ამოესუნთქა, ბედის საძებნელად კი მომაგრებული წასულიყო. ღამე ვაგზალზე გაათია. დილით გარეთ გავიდა, თურქული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. შიმშილმა შეაწუხა. პური იყიდა, მერე კი იქვე ჩამოჯდა და ლოღნა დაუწყო. თურქი პურის მცხობელი ხარბად აკვირდებოდა. მის თვალს ქართველი ქალის სილამაზე არ გამოჰპარვია და კითხვები მიაყარა. ერთმანეთს ხელებითა და ფეხებით უხსნიდნენ სათქმელს, ცოტაოდენი რუსული ორივემ იცოდა და ესეც გამოადგათ. კაცმა დახმარება აღუთქვა და შინ მიიწვია. ქალიც, სხვა რა გზა ჰქონდა და დათანხმდა. თურქმა სადღაც მიიყვანა. ბინა დაკეტილი იყო და აშკარა იყო, სახლში კი არა, სხვაგან მიიყვანა. მოუნდა, ეს ამბავი გაეპროტესტებინა და უთხრა, - სადაა თქვენი ცოლი, შვილები? მეგონა, მათთან ერთად ცხოვრობდითო. კაცმა დაამშვიდა: არ შეგაწუხებ, მხოლოდ შენი დახმარება მინდაო. ჯერ გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ...
იხილეთ ვრცლად: