14 აგვისტო, 2017
მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი დინასტია
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი დინასტიების სიას სათავეში უდგას საუდის არაბეთის მმართველი ალ-საუდების სამეფო ოჯახი, რომელიც ქვეყანაში აბსოლიტურ ძალაუფლებს ფლობს.


1. ალ-საუდების ოჯახი _ 1,4ტრლნ

საუდის არაბეთს მართავს მეფე სალმანი, რომელიც 2015 წელს ტახტზე ავიდა ­ ძმის, მეფე აბდალას გარდაცვალების შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ალ-საუდებს უთვალავი ფული აქვთ და ქველმოქმედებაზეც ძალიან ბევრს ხარჯავენ.­

მაგალითად, მეფის ძმისშვილმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა და ბიზნესმენმა, პრინცმა ალ-ვალიდმა საერთოდ უარი განაცხადა პირად­ ფულზე და 32 მლრდ დოლარი მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა.
სხვათაშორის,
პრინცი ალ ვალიდი საქართველოში 2015 წელს მაშინდელ ვიცე-პრემიერ კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა, შეხვდა პრემიერ ღარიბაშვილს და პრეზიდენტ მარგველაშვილს.

Rating

2. უოლტონები _ 152 მლრდ

უმდიდრეს დინასტიებში უოლტონები სულ რაღაც ნახევარი საუკუნეა მოხვდნენ. დინასტიის დამფუძნებლის სემ უოლტონის იდეა მომხმარებელს ერთ მაღაზიაში ეყიდა ყველაფერი მეტად წარმატებული გამოდგა. მათი ძირითადი ბიზნესი უოლ-მარტის მაღაზიების ქსელია, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოს პირველი რიელტერია.

Rating

3. კოხები _ 80 მლრდ

ძმები ჩარლზ და დევიდ კოხების ძირითადი ბიზნესია ნავთობი, მისი ტრანსპორტირება, ფინანსები, მსხვილი კომპანიების აქციები და სხვ.
სკანდალურად ცნობილი ძმები ამერიკაში დემოკრატების მთავარი ოპონენტები არიან და მთავრობისგან მშვიდობის მოყვარე საგარეო პოლიტიკას ითხოვენ.

Rating


4. მარსები _ 60 მლრდ

ეს არის დინასტია, რომელიც მსოფლიოში ყველამ იცის _ მათი საკუთრებაა „მარსი“, „სნიკერსი“, „მილკივეი“, „ემ-ენდ-ემსი“, „პედიგრი“, „ვისკასი“ და სხვ. მარსებმა მომცრო საკონდიტრო ბიზნესის მსოფლიო იმპერიად გარდაქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, როცა პირველი პატენტი მიიღეს ნუგას რეცეპტზე...

Rating


5. კარგილი და მაკმილანი _ 43 მლრდ


ოჯახს აქვს ნედლეულის, სოფლის მეურნეობის, საკვებისა და სხვაბიზნესი. მაკმილანები კარგილების შტოა, დინასტიის მამამთავრის, უილიამ კარგილის სიძე ჯონ მაკმილანი ისეთი­ „დაქოქილი“ გამოდგა, რომ პატრიარქმა ოჯახურ ბიზნესს მისი გვარიც მიამატა. ისინი მონტანაში, ცხოვრობენ და არავისთან არ ურთიერთობენ.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS