უფოლოგები იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ „უცხოპლანეტელები“ დედამიწაზე ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ადგილას გამოჩნდნენ. ამასთან, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს ნამდვილად მფრინავი ხომალდები იყო - მათ უჩვეულო ფორმა და ფრენის უცნაური ტრაექტორია ახასიათებთ, ასევე უწყვეტი ნათება.
მედია გვამცნობს, რომ სიმართლის დასაზუსტებლად სხვადასხვა ქვეყნის უფოლოგთა ჯგუფები შეიკრიბება, რომლებიც ვიდეოზე აღბეჭდილ მოვლენას შეისწავლიან.
ანა გარელი