მე პირველად ვწერ ამაზე! ვწერ, როგორც ამ საბედისწერო რეისზე მოხვედრილი ერთერთი მთავარი გმირის შვილიშვილი. ეს იქნება ექსკლუზივი, მიძღვნილი ჟურნალ "...და ქალის" ივნისის ნომრისადმი.
არასოდეს მჯეროდა, რომ ჩვენი ცხოვრება წინასწარაა "დაწერილი". იღბალს თუ უიღბლობას ბედისწერას რომ აბრალებდნენ, მეცინებოდა, რადგან მიმაჩნდა, რომ ადამიანი არის "თავის" "უფალი" და ყოველი მისი წარმატება, საკუთარი შრომის, დამსახურების და ცოტაოდენი იღბალის
წარუმატებლობას კი არასაკმარის მონდომებას ვაბრალებდი. არავინ იცის, რეალურად ჩვენს ცხოვრებას თავად წარვმართავთ, თუ უფლის ნებას ვასრულებთ. დაბადებისას "გვეწერება შუბლზე" საკუთარი ბედი, თუ ღმერთი უბრალოდ წინასწარ განსჭვრეტს ჩვენს მომავალს...
მჯერა იმის, რომ ღმერთი მხოლოდ მნიშვნელოვან მომენტებში ერევა. მაგალითად, როდის და რანაირად "წაგვიყვანოს". ალბათ ყველა თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა უცნაური დამთხვევები და ნიშნები, რომელიც რაღაცაზე მიგვანიშნებს და ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი "ზემოდან" არის...
1953 წლის 14 ივნისი - ქართული კინოს მშვენება, ულამაზესი ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძე, საკუთარ დაბადების დღეზე, თვითმფრინავის ბილეთს იყიდის... ასე მოხვდება რეისზე, სადაც მასთან ერთად 13 ადამიანის სიცოცხლე ცაში დაიფერფლება!
არაერთხელ დაწერილა, იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა საბედისწერო ბილეთი ნატომ მოსკოვში, როგორ მოხსნეს მისი თხოვნით ჯავშანი სწორედ იმ ბილეთს, რომლის მფლობელსაც სიკვდილი ეწერა... როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი მისი მეუღლის ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს.
მიზეზი უამინდობა იყო, თუ ბერიას შურისძიება, რაშიც ბევრი იყო დარწმუნებული.. ეს ყველაფერი ისედაც იცით. მე ამ ამბავს სხვა კუთხიდან დაგანახებთ. თვითმფრინავზე მყოფი იმ 14 ადამიანიდან ერთ-ერთის შესახებ გიამბობთ: მფრინავ-ირაკლი ხახუტაშვილზე, რომელიც ჩემი პაპა იყო.
განსაკუთრებით მიყვარდა ბებიასთან დარჩენა. უზარმაზარ ალბომს გადმოვიღებდი და გაუთავებლად ვათვალიერებდი პაპის სურათებს. გაუთავებლად ვაყოლინებდი ბებიას ისტორიას, რომელიც მილიონჯერ მქონდა მოსმენილი და მიუხედავად ამისა, არ მბეზრდებოდა.
მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა ირაკლი პაპას შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივი, მხიარული, ხუმარა, საოცრად ნიჭიერი კაცი იყო და ყველას ძალიან უყვარდა.
ბებია ამ ამბის მოყოლას ყოველთვის ერთნაირად იწყებდა. ამოიღებდა თავის ერთ სურათს და მეტყოდა: "აი, ამ სურათით გამიცნო პაპაშენმა"... ჩემი ბებო, ნინო ზუროშვილი თელაველი ქალი გახლდათ.
მაღალი, თეთრი და მწვანეთვალება იყო. მისი სურათი პაპას მეგობართან უნახავს და გაცნობა გადაუწყვეტია. მეგობრები საპიკნიკოდ შეუკრიბავს, სადაც ნინოც უნდა მოსულიყო.
" კოვბოიკა ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. რომ მივედი, მომესალმა, ხელზე მაკოცა და თან გვერდით ამომიდგა. მივხვდი, რომ დამეტოლა.
იხილეთ ვრცლად: