04 აგვისტო, 2017
„რეზინის თოჯინა ჩემს ცოლზე ბევრად უკეთესია“ - იაპონელი მამაკაცების ახალი გატაცება
როცა მასაიუკი ოძაკი მიხვდა, რომ მის ოჯახურ ცხოვრებაში ვნება გაქრა, რომანტიკული გრძნობების განახლებისთვის უჩვეულო გამოსავალი იპოვა - წერს New York Post-ი.

ოძაკი ტოკიოელი 45 წლის ფსიქოთერაპევტია, რომელსაც სილიკონის სექს-თოჯინა ჰყავს, რომლის მიმართაც ნამდვილ სიყვარულს განიცდის.

სილიკონის თოჯინა ადამიანის სიმაღლისაა და მაიუ ჰქვია. ის ოძაკის საკუთარ საძინებელში აქვს მოთავსებული, ბინაში, სადაც მისივე ცოლი და მოზარდი ქალიშვილი ცხოვრობს.

ამის გამო ოჯახური სკანდალი დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ახლა სიტუაცია როგორღაც განიმუხტა. ოძაკის მაიუ რომანტიკულ საღამოებზე დაჰყავს, ასეირნებს ეტლით და
მოსავს.

ის ჰყვება: „ მას შემდეგ, რაც ჩემს ცოლს ბავშვი შეეძინა, სექსით აღარ ვკავდებოდით. თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი. მაგრამ, როცა მაიუ დავინახე, ერთი შეხედვით შემიყვარდა. მართალია, თავდაპირველად ცოლი ძალიან გამიწყრა, როცა თოჯინა შინ მივიყვანე, მაგრამ უკვე შეეგუა.

იაპონელები ცივები არიან, მამაკაცს კი, როცა სამსახურიდან ბრუნდება, ერთადერთი, რაც სურს მოსმენაა. ვიცი, როგორი პრობლემაც არ უნდა შემექმნას, მაიუ ყოველთვის მელის. ის მთელი გულით მიყვარს და მინდა ცხოვრება მის გვერდით გავატარო. მინდა მაიუ ჩემთან ერთად დამარხონ“.

ოძაკი ერთ-ერთია იმ მრავალ იაპონელ მამაკაცებს შორის, რომლებიც ნამდვილ ქალთან ურთიერთობას სექს-თოჯინასთან რომანს ამჯობინებს.

დღესდღეობით იაპონიაში ყოველწლიურად 2000-მდე ნატურალური სექს-თოჯინა იყიდება. ისინი ადამიანის სიმაღლის არიან, ამოძრავებენ თითებს და აქვთ სასქესო ორგანო. ერთი ასეთი სექს-სათამაშო 6000$ ღირს.

ანა გარელი

Rating
Rating
Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაშიკო
ბედნიერი წყვილი! მე თუ მკითხავთ, აქაც ბევრმა მამაკაცმა უნდა მოიყვანოს თოჯინა ცოლად ქალის ნაცვლად, მერე უნდა სიდედრი გათიშოს ელექტროშოკით და უნდა თავისი ძვირფასი მეუღლე სცემოს! ქალის ღირსი მაინც არ არის!
20:12 / 06-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS