საკუთარ Facebook-ზე მან ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და წერს: „ყურადღება! თუ ოდესმე მოგისმენიათ, რომ მამაკაცი ბავშვს ვერასდროს გააჩენს - ტრანსგენდერმა მამაკაცმა ეს ახლახანს მოახერხა“.
მისტერ რიზსა და მის პარტნიორს, ბიფ ჩეპლოუს ორი აყვანილი შვილი უკვე ჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ოჯახის გაფართოება გადაწყვიტეს და ბიოლოგიური შვილის გაჩენის სურვილი გამოთქვეს.
როგორც აღმოჩნდა 34 წლის რიზი მდედრობითი სქესის დაიბადა, მაგრამ ჰორმონების თერაპია ჩაიტარა და 20
ექიმების შემოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ტესტოსტერონის მიღებისა, რამაც მას სახეზე თმა ამოუყვანა, მისი საკვერცხეები და საშვილოსნოჯერ კიდევ ჯანმრთელი იყო საიმისოდ, რომ ფეხმძიმობა წარმატებით დასრულებულიყო.
მან ჰორმონების მიღება შეწყვიტა და 5 თვის შემდეგ დაფეხმძიმდა.
6 თვეში მისტერ რიზმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ფეხმძიმობის პროცესი აღწერა: „მე ტრანგენდერად თავს კარგად ვგრძნობ. ეს რეალურად შესანიშნავი განცდაა. არასდროს მსურდა ჩემი სხეული სხვაგვარი ყოფილიყო“.
ანა გარელი