კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ 61 წლის უინსტონ ბლეკმორი და მისი სიძე, ჯეიმს ოლერი მრავალცოლიანობის გამო დამნაშავედ ცნო. უინსტონ ბლეკმორი 1990-2014 წლებში 24-ჯერ იყო დაქორწინებული.
მას 145 შვილი ჰყავს. რაც შეეხება მის 53 წლის სიძეს, მას 5 ცოლი ჰყავს. ორივეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ორივე მათგანი მორმონთა სექტის ეპისკოპოსები იყვნენ. სიძე-სიმამრი დასახლებულ პუნქტ ბაუნტიფულში ცხოვრობენ, რომელიც 1964 წელს დაფუძნდა. ამ საზოგადოებაში 1500 წევრია გაერთიანებული. ისინი პოლიგამიას აღიარებენ.