25 ივლისი, 2017
სასამართლომ მრავალცოლიანობის გამო 145 შვილის მამა დამნაშავედ ცნო
კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ 61 წლის უინსტონ ბლეკმორი და მისი სიძე, ჯეიმს ოლერი მრავალცოლიანობის გამო დამნაშავედ ცნო. უინსტონ ბლეკმორი 1990-2014 წლებში 24-ჯერ იყო დაქორწინებული. მას 145 შვილი ჰყავს. რაც შეეხება მის 53 წლის სიძეს, მას 5 ცოლი ჰყავს. ორივეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ორივე მათგანი მორმონთა სექტის ეპისკოპოსები იყვნენ. სიძე-სიმამრი დასახლებულ პუნქტ ბაუნტიფულში ცხოვრობენ, რომელიც 1964 წელს დაფუძნდა. ამ საზოგადოებაში 1500 წევრია გაერთიანებული. ისინი პოლიგამიას აღიარებენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS