10 ივლისი, 2017
რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს
მსახიობ თამთა ცინცაძეს ადრეულ წლებში უფრო დრამატული და ლირიკული როლების შემსრულებლად მიიჩნევდნენ, ბოლო დროს, სახასიათო ტიპაჟებიც შექმნა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... თამთა ჯაბა იოსელიანის ყოფილი რძალი გახლავთ და ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი - ჯაბა იოსელიანი-უმცროსი.

- ჩემი მოსწავლეობის პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მოდური იყო და მეც ექიმობისთვის ვემზადებოდი... მისაღები გამოცდები უკვე მოახლოებული იყო, როცა შევიტყვე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილს ჯგუფი აჰყავდა (რაც 4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა) და იქ ჩაბარების სურვილი გამიჩნდა. შემოქმედებითი ტურები ადვილად
გადავლახე და მაღალი ქულებით ჩავირიცხე. გამიმართლა, ექსპერიმენტულ ჯგუფში მოვხვდი, ჩვენი ხელმძღვანელები იყვნენ ბატონი მიშას ასისტენტები - გოგი მარგველაშვილი, ლევან წულაძე, გია კიტია და ირა ჟღენტი... ჩემი ჯგუფელები იყვნენ - დათო დოიაშვილი, დათო საყვარელიძე, ნანუკა ლითანიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, დათო მღებრიშვილი, გიორგი სიხარულიძე.

- თქვენს პედაგოგს - მიშა თუმანიშვილს როგორ გაიხსენებდით?

- დიდი ხელოვანი, გენიოსი და უაღრესად ინტელექტუალური ადამიანი ამავდროულად, კარგი მასწავლებელი იყო. დიდი სითბოსა და სიყვარულის გარდა ბატონი მიშასგან არაფერი მახსოვს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თითქოს თუმანიშვილის მოწაფეები პედაგოგზე ზედმეტად მიჯაჭვულები ვიყავით და მის გარეშე როლზე მუშაობა გვიჭირდა. ასე არ ყოფილა... ფანატიკოსები კი არ ვართ, უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი გვყავდა. თითოეული სიტყვა მახსოვს, როგორ გვარიგებდა, რომ ჩვენი პროფესია, ხელობა და როლის კეთების ხელოვნება კარგად გვესწავლა. ახლა უკვე, როცა თვითონ გავხდი პედაგოგი, ვგრძნობ, თუ როგორი კარგი სკოლა გამატარა ბატონმა მიშამ...


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS