იხილეთ ლორა შილისა და მეთ გროდსკის სიყვარულის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი საბავშვო ბაღში გაიცნეს და 20 წლის შემდეგ იქორწინეს.
როცა მეთ გროდსკიმ ლორა შილი საბავშვო ბაღში გაიცნო, მაშინვე მიხვდა, რომ ერთ დღესაც მასზე იქორწინებდა.
„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მოგონებაა, როცა 3 წლის ვიყავი, საბავშვო ბაღში მთელი ჯგუფის წინაშე დავდექი და ვთქვი, რომ ოდესღაც მას ცოლად შევირთავდი“ - ამბობს მეთი.
„ბაღში თითქმის ყველაფერს ერთად
2015 წლის მაისში, მეთმა გადაწყვიტა ლორასთვის ხელი იმ ადგილას ეთხოვა, სადაც ყველაფერი დაიწყო - საბავშვო ბაღში!
„ერთ მუხლზე დავდექი, ჩემი ძმა კი ტელეფონით შემოვიდა და ყველაფერი გადაიღო“.
„ლორა შოკში იყო“.
„მე ავუხსენი, თუ რატომ მინდოდა მასზე ქორწინება და ის დამთანხმდა“.
2016 წლის დეკემბერში კი წყვილმა იქორწინა.
ეს რომანტიკულ ზღაპარს ჰგავს.
სიყვარულის ამ უჩვეულო ისტორიას სოც.ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„ო, ღმერთო, რა მშვენიერია! შესანიშნავი ისტორია და შესანიშნავი წყვილი! გილოცავთ და გისურვებთ მრავალი წლის მანძილზე ბედნიერებასა და ჯანმრთელობას“;
„მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი ბაღში გავიცანით. მერე ერთმანეთს მეექვსე კლასში კვლავ შევხვდით. 21 წლის ასაკში ვიქორწინეთ და უკვე 17 წელია ერთად ვართ. გვყავს 7 შვილი. ჭეშმარიტი სიყვარული არსებობს“ - წერენ კომენტარებში.
ანა გარელი