30 ივნისი, 2017
თბილისში მომხდარი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, რომელიც ფილმის სცენარს გაგახსენებთ
ეს ამბავი თბილისში მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ შეყვარებული წყვილის ურთიერთობა ტყუილით შეცვალა, ტყუილმა კი დააშორა, თუმცა ერთმანეთი იპოვეს და ახლა ოჯახი მათი ქორწინების წინააღმდეგია.

სანდროს და ანის სიყვარულის ისტორია სამი წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი განსაკუთრებულად უყვარდათ, სანდრო ანი უძვირფასესი და ულამაზესი საჩუქრებით ანებივრებდა. სამოგზაუროდაც დადიოდნენ და დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცაა...

როგორც "რეიტინგის" რედაქციისთვის გამოგზავნილ წერილში, ანონიმური ქალბატონი გვწერს ყველაფერი ავტოსაგზაო შემთხვევამ შეცვალა.

"გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ. ჩემს დაქალს ძალიან უყვარს სანდრო. ისინი ორი წლის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ძვირფას
საჩუქრებს უკეთებდა სანდრო ანის. ქორწილიც ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ერთ დღეს სანდრო დაიკარგა. თავიდან ანი ვერ ურეკავდა, დაახლოებით სამი თვის შემდეგ გამოჩნდა სანდრო, ვაიბერში მიწერა ანის, საქმეები გამომიჩნდა და გერმანიაში წავედიო. სანდროს ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა, ამიტომ უჩვეულო არ იყო მისი გერმანიაში გამგზავრება. ანი საერთოდ არაფერს არ ამბობდა სანდროზე, ერთი წელი აღარ ჩამოვიდა სანდრო.

ანი სულ ნერვიულობდა, ძალიან გახდა, ჩონჩხს დაემსგავსა ჩემი დაქალი. სამსახურიდანაც კი გამოუშვეს. დაახლოებით ერთი თვის წინ, გეგეშიძის ბაღში ვიყავით სანდროს სახლთან, პარკში ბარია და მაგ ბარის მხარეს ვიჯექით. მოულოდნელად ანი ცუდად გახდა, უცხო ბიჭები მოცვივდნენ და მათ დაიჭირეს ანი, ძირს რომ არ დავარდნილიყო.


თავიდან შემეშინდა, მაგრამ რაც დავინახე ლამის მეც წამივიდა გული. სანდროს ასეირნებდნენ ძმაკაცები შშმ პირის ეტლით.
ანიმ ტირილი დაიწყო, სანდრო ხმას ვერ იღებდა. ძმაკაცებმა იქვე ბარში შეგვიყვანეს, არავინ არაფერს ლაპარაკობდა. როცა ასე თუ ისე დავწყნარდით, ანი და სანდრო მარტო დავტოვეთ ბარში.


თურმე სანდრო ავარიაში მოხვდა და შშმ პირი გახდა. ანის უთხრა, არ მინდოდა შეგცოდებოდი და ამიტომაც მოგატყუე თითქოს გერმანიაში ვიყავი საქმეებზეო.

ანიმ ტირილი დაიწყო, კოცნიდა და ეუბნებოდა ახლა გამოგყვები ცოლად, შენს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო.
შერიგდნენ და უკვე რამდენიმე თვეა ერთად არიან. ანის მშობლებმა გაიგეს, რომ სანდროს სიარული არ შეუძლია და ანის გათხოვებას უკრძალავენ.

გვირჩიეთ რა გავაკეთოთ"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლალი ქ
ბრავო ანი დიდ ბედნიერებას გისურვებთ!
00:43 / 08-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS