13 ივნისი, 2017
წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადიდებულ მდინარე ვერეს, არამარტო ადამიანები, არამედ ზოოპარკის ბინადრებიც ემსხვერპლნენ, დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზარალდა 1სობით ადამიანი... ადიდებულ მდინარე ვერეს 1924 წელსაც მოჰყოლია მსხვერპლი. ამის შესახებ AMBEBI.GE-მ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის დახმარებით, იმ დროინდელ პრესაზე დაყრდნობით მოიპოვა.

სტიქიის შესახებ გაზეთ "კომუნისტის" 1924 წლის 14 ივნისის გამოცემა იუწყება და აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - "წყალდიდობის მსხვერპლნი", რომელშიც გამოცემა იტყობინება, რომ მდინარე ვერეს ადიდებას გლეხების
სიცოცხლე შეეწირა.


"გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად ვერეს ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში", - წერს "კომუნისტი". 

იხილეთ სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS