14 მაისი, 2013
ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა
ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება.

ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.


მე და ხათუნამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ცოლთან ახალი გაშორებული ვიყავი და ვიფიქრე, ვირტუალურ ნაცნობობას გულს გადავაყოლებდი. რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ მივხვდი, რომ ხათუნას გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ და როგორც
მითხრა, დასაოჯახებელი.

დიდი ხანი არ მხვდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და სწორედ შეხვედრისას გამომიტყდა, რომ 3 წლის წინ დაქვრივდა და 19 წლის გოგონა ჰყავდა. ძალიან პატარა, 16 წლის გათხოვდა. მართალია, ქმარი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე წელში ერთმანეთი მობეზრდათ და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობდნენ ერთ სახლში.

მერე მეუღლე მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა, ყველას ეგონა, რომ იდეალური ოჯახი გვქონდა, ისეთი კარგად ვთამაშობდითო. სწორედ ამიტომ რცხვენოდა ჩემთან შეხვედრის.

იცოდა, ჩვენი ურთიერთობა თუ განვითარდებოდა, მალე საზოგადოების წინაშე მოუწევდა თავის მართლება.

კარგა ხანს ვამშვიდებდი. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. მარტო ვცხოვრობ და რამდენჯერმე ჩემთან სახლში დავპატიჟე.

თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია. ხათუნა მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო.

სამთვიანი ნაცნობობის შემდეგ მოულოდნელად მივლინებით საბერძნეთში წავედი. ორი კვირა საყვარელ ქალს ვერ ვნახავდი და ამას ძალიან განვიცდიდი. ხათუნამ მითხრა, არა უშავს, ორივე გავერკვევით გრძნობებში და რომ ჩამოხვალ, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავალთო.

მივლინებიდან სამ დღეში გავიგე, რომ ჩემი ნაბოლარა ძმა, რომელსაც მშობლები სიბერის შვილს ეძახდნენ, მოულოდნელად თავის თანაკურსელზე დაქორწინდა.

დედაჩემი ბედნიერი მიყვებოდა ტელეფონში, როგორი ლამაზი რძალი ჰყავდა. თან დაამატა, იმედია, შენგან განსხვავებით მამუკასთვის ეს პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებაო. მივლინებიდან დაბრუნებული, საჩუქრებით დატვირთული მშობლიურ სახლს ვესტუმრე.

რძლის დანახვაზე კინაღამ შოკში ჩავვარდი, ხათუნას ახალგაზრდობა მიყურებდა და მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რა უბედურება დამემართა, მაგრამ თავის გასამხნევებლად გოგონას ოჯახური ამბები მაინც გამოვკითხე.

იმ დღეს სახლში გაუბედურებული დავბრუნდი. საღამოს ხათუნას უნდა შევხვედროდი, მაგრამ მეილზე ვრცელი წერილი მივწერე და დავიძინე. არ მიპასუხა, ან რა უნდა მოეწერა, როცა ცხოვრება ორივეს თავზე ჩამოგვენგრა. იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა ამ ამბავს მოჰყოლოდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
მარი
xo kide.. is tqveni dzmis sidedria da ara tqveniii..ase rom aravistan tavi samartlebeli ar gaqvt...
16:04 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
mere ra rom sheni dzmis sidedria? axalgazrdebi xart,giyvart da gaqvt upleba iyot bednierebi.mit umetes yvelasgan damoukideblad ganvitardatqveni urtiertoba...auxsenit yvelas rom manamde gaicanit ertmaneti sanam tqveni dzma daojaxdeboda.. chemi azrit es ubedureba sulac araa, jer-jerobit pirveli shokis qvesh imyopebit.. saqartvelos da qartul wesebs did pativs vcem magramm siyvaruli wesebs ar emorchileba da es yvelam unda gaigos didmac da pataramec.... bednierebas gisurvebt tqvenc da xatunasac ra tqma unda tu uplis nebaa tqveni ertad yopna:)
16:00 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
ვაი ტქვენს პატრონს! მარტლა ბრაზილიური სერიალია! რა მოხდა მერე ? რა დრამატულად თავში იცემ რა მოხდა ახლა ეგეტი ტრაგედია რომ ტავს იკლავ? აქ ჰოლანდიაში ძმები დებს ირტავენ და მერე ცვლიან კიდეც სიახლისატვის :) არა მარტლა და რა ტრაგედია ეგ არის? პირიქიტ! უფრო მაგრა აწყობილი ოჯახი გექნებატ ორივეს! დედასენსაც ალბატ გაუხარდება მყარი ოჯეხები გექნებატ, ტუ არადა ტუ 15 სში ჩრჩენილები ხარტ ად აგეტი სასირცხვოა ეგეტი ურტიერტობები მაშინ საყვარლები იყავიტ, ქორწინება რა აუცილებელია ახლა, აბა ჰე წარმატებები, შენ იცი ახლა ტავი არ მოიკლა, ანდა სენს ძამს გამოუცხადე რომ ის ქალი ჯერ შენ გინდოდა ცოლად და ნუ გასწრებს პატარაა ტან
15:53 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS