14 მაისი, 2013
ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა
ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება.

ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.


მე და ხათუნამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ცოლთან ახალი გაშორებული ვიყავი და ვიფიქრე, ვირტუალურ ნაცნობობას გულს გადავაყოლებდი. რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ მივხვდი, რომ ხათუნას გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ და როგორც
მითხრა, დასაოჯახებელი.

დიდი ხანი არ მხვდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და სწორედ შეხვედრისას გამომიტყდა, რომ 3 წლის წინ დაქვრივდა და 19 წლის გოგონა ჰყავდა. ძალიან პატარა, 16 წლის გათხოვდა. მართალია, ქმარი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე წელში ერთმანეთი მობეზრდათ და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობდნენ ერთ სახლში.

მერე მეუღლე მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა, ყველას ეგონა, რომ იდეალური ოჯახი გვქონდა, ისეთი კარგად ვთამაშობდითო. სწორედ ამიტომ რცხვენოდა ჩემთან შეხვედრის.

იცოდა, ჩვენი ურთიერთობა თუ განვითარდებოდა, მალე საზოგადოების წინაშე მოუწევდა თავის მართლება.

კარგა ხანს ვამშვიდებდი. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. მარტო ვცხოვრობ და რამდენჯერმე ჩემთან სახლში დავპატიჟე.

თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია. ხათუნა მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო.

სამთვიანი ნაცნობობის შემდეგ მოულოდნელად მივლინებით საბერძნეთში წავედი. ორი კვირა საყვარელ ქალს ვერ ვნახავდი და ამას ძალიან განვიცდიდი. ხათუნამ მითხრა, არა უშავს, ორივე გავერკვევით გრძნობებში და რომ ჩამოხვალ, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავალთო.

მივლინებიდან სამ დღეში გავიგე, რომ ჩემი ნაბოლარა ძმა, რომელსაც მშობლები სიბერის შვილს ეძახდნენ, მოულოდნელად თავის თანაკურსელზე დაქორწინდა.

დედაჩემი ბედნიერი მიყვებოდა ტელეფონში, როგორი ლამაზი რძალი ჰყავდა. თან დაამატა, იმედია, შენგან განსხვავებით მამუკასთვის ეს პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებაო. მივლინებიდან დაბრუნებული, საჩუქრებით დატვირთული მშობლიურ სახლს ვესტუმრე.

რძლის დანახვაზე კინაღამ შოკში ჩავვარდი, ხათუნას ახალგაზრდობა მიყურებდა და მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რა უბედურება დამემართა, მაგრამ თავის გასამხნევებლად გოგონას ოჯახური ამბები მაინც გამოვკითხე.

იმ დღეს სახლში გაუბედურებული დავბრუნდი. საღამოს ხათუნას უნდა შევხვედროდი, მაგრამ მეილზე ვრცელი წერილი მივწერე და დავიძინე. არ მიპასუხა, ან რა უნდა მოეწერა, როცა ცხოვრება ორივეს თავზე ჩამოგვენგრა. იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა ამ ამბავს მოჰყოლოდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ინდირა
როგორ ტუ რა მოხდა? გაგიჯდიტ?ტუ დაქორცინდება , დზმებიც იქნებიან და ქვისლებიც, და ისინი მაზლის ცოლები და დედა სვილი. ფუფ, რა სისულელეა.....
07:47 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალუჩია
სხვაზე ჭკუის სწავლება ადვილია აბა თქვენ იყავით მის ადგილას,არ გაუწევდით ანგარიშს სხვების აზრს? ისე კი ძალინ ძნელია ბედნიერებაზე უარის თქმა. ეეეეეეჰ
21:17 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რატომ დაგენგრა ცხოვრება, მიაწექი შენს სიყვარულს და მოიყვანე საყვარელი ქალი ცოლად, ან იყავით ერთად ქორწინების გარეშე, რა პრობლემაა??
17:35 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტელემუნდო
რატომ გგონიათ ყველაფერუ სერიალი? ცხოვრებაში რა არ ხდება ეგრე? დარწმუნებული ვარ არ სტყუის ეს ახალგაზრდა.
21:16 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
creatiuli.com
მართლაც სერიალია, გადაიღეთ ქართველებოოოო კარგი აზრია
16:18 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ვაი თქვენს პატრონს აიქავეთ ენები ამ გამოგონილ ამბებზე აბა ჰე შეუბერეეეთ
23:21 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
LEE
ამ ასაკში რომ მიხვდები რომ ერთად უნდა იყოთ,ესე იგი უნდა იყოთ. ვიღაც დებილი რას იტყვის,რა აზრი აქვს. მთავარი ისაა სისხლის აღრევა არ ხდება და მორჩა. იმისთვის არ იბადება ადამიანი მთელი ცხოვრება იძულებაში გაატაროს. დარწმუნებული ვარ მამაოს რომ კითხონ ნებას დართავს და თუ მისგან თანხმობა იქნება,ნუ გაამწარებინებთ ენაჭარტალებს ცხოვრების ყველაზე კარგ ასაკს და პერიოდს.
17:39 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჩემი აზრი :–))
ესეიგი რა გამოდი, რძალიც იქნება და შვილიც,სიძეც იქნება და ძმაც, ძმაც იქნება და სიმამრიც,ქმარიც იქნება და სიძის ძმაც,სიდედდრიც იქნება და რძალიც!!!!!!! ამაზეა ნათქვამი ამ ქალაქში ყველაფერი მოსულაააააა ;)))))
16:56 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
აუცილებლად უნდა გააგრძელოთ ურთიერთობა. ის ქალბატონი თქვენი სისხლის ნათესავი არ არის- მთავარი ეგ არის. ვინც ნეგატიურად განეწყობა, ყურადღება არ მიაქციოთ-ეს ის ადამიანები არიან ვისაც სიყვარული არ განუცდია ცხოვრებაში და სხვისი კრიტიკა ყველაზე კარგად გამოსდით.იქნებ თქვენ დაასწრებდით დაქორწინებას იმ ახალგაზრდა წყვილს, გამოდის რომ მაშინ მათ უნდა ეთქვათ უარი სიყვარულზე.რატომ? იყავით ორივენი ბედნიერი.ღმერთს არ აუკრძალავს ბედნიერება,ამას საზოგადოების ერთი ნაწილი აკეთებს მორალის და ზნეობის მანტიით. ყველამ ვიცით რაც არის მორალიც და ზნეობაც, მაგრამ არის სიტუაციები და მდგომარეობები, სადაც "რაღაც" ყველაზე მაღლა დგას- ეს არის სიყვარული.ბედნიერებას გისურვებთ !
08:51 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
sul gadajishdit xalxno?ras qvia mere ra.e ra msmis.zmis simamrnacvali gamodis dcrdzlis mamnacvalio.sad gaizardet
01:21 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS