14 მაისი, 2013
ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა
ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება.

ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.


მე და ხათუნამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ცოლთან ახალი გაშორებული ვიყავი და ვიფიქრე, ვირტუალურ ნაცნობობას გულს გადავაყოლებდი. რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ მივხვდი, რომ ხათუნას გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ და როგორც
მითხრა, დასაოჯახებელი.

დიდი ხანი არ მხვდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და სწორედ შეხვედრისას გამომიტყდა, რომ 3 წლის წინ დაქვრივდა და 19 წლის გოგონა ჰყავდა. ძალიან პატარა, 16 წლის გათხოვდა. მართალია, ქმარი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე წელში ერთმანეთი მობეზრდათ და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობდნენ ერთ სახლში.

მერე მეუღლე მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა, ყველას ეგონა, რომ იდეალური ოჯახი გვქონდა, ისეთი კარგად ვთამაშობდითო. სწორედ ამიტომ რცხვენოდა ჩემთან შეხვედრის.

იცოდა, ჩვენი ურთიერთობა თუ განვითარდებოდა, მალე საზოგადოების წინაშე მოუწევდა თავის მართლება.

კარგა ხანს ვამშვიდებდი. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. მარტო ვცხოვრობ და რამდენჯერმე ჩემთან სახლში დავპატიჟე.

თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია. ხათუნა მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო.

სამთვიანი ნაცნობობის შემდეგ მოულოდნელად მივლინებით საბერძნეთში წავედი. ორი კვირა საყვარელ ქალს ვერ ვნახავდი და ამას ძალიან განვიცდიდი. ხათუნამ მითხრა, არა უშავს, ორივე გავერკვევით გრძნობებში და რომ ჩამოხვალ, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავალთო.

მივლინებიდან სამ დღეში გავიგე, რომ ჩემი ნაბოლარა ძმა, რომელსაც მშობლები სიბერის შვილს ეძახდნენ, მოულოდნელად თავის თანაკურსელზე დაქორწინდა.

დედაჩემი ბედნიერი მიყვებოდა ტელეფონში, როგორი ლამაზი რძალი ჰყავდა. თან დაამატა, იმედია, შენგან განსხვავებით მამუკასთვის ეს პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებაო. მივლინებიდან დაბრუნებული, საჩუქრებით დატვირთული მშობლიურ სახლს ვესტუმრე.

რძლის დანახვაზე კინაღამ შოკში ჩავვარდი, ხათუნას ახალგაზრდობა მიყურებდა და მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რა უბედურება დამემართა, მაგრამ თავის გასამხნევებლად გოგონას ოჯახური ამბები მაინც გამოვკითხე.

იმ დღეს სახლში გაუბედურებული დავბრუნდი. საღამოს ხათუნას უნდა შევხვედროდი, მაგრამ მეილზე ვრცელი წერილი მივწერე და დავიძინე. არ მიპასუხა, ან რა უნდა მოეწერა, როცა ცხოვრება ორივეს თავზე ჩამოგვენგრა. იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა ამ ამბავს მოჰყოლოდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ნინიკო
ჩემო კარგო მე არ გამტყუნებ არც შენ და არც იმ ქალბატონს შეცაადე იმ ქალს და მის შვილსმოელპარაკო რამე ნაირად მაგრამ 2 მხარე ისაა რომ ნატესური ქორწინება ცოდვაა
12:58 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
შე დალოცვილო! 38 წლის კაცი შენ თავს ვერ ერევი? რა პატარა ბიჭივით გადარეულხარ?
13:03 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
ცხოვრებაში ნამდვილ სიყვარულს ვაფასებ,ზნელია უსიყვარულიდ ვერ ცარმომიდგენია როგორუნდა იცხოვრო ,საკუტარ მეს ტავი როგორ უნდა მოაჩვენო,ტუ კი არ გიყვარს ნუ დაიტანჯები და ტუ კი მარტლა გიყვარს ამ შემტხვევაში სხვა ვინმე რა შუაშია ვისაც სიყვარულიტ უცხოვრია ყველა გაიგებს და ვისაც სიყვარული არ გამოუცდია მაგისტვის მაინც სულ ერტია.
18:58 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაინც არ მესმის,ზოგიერთები რა ტრაგედიას ხედავენ იმაში,რომ ამ კაცმა ბედნიერად იცხოვროს,იმასთან ერთად,ვინც უყვარს? ძმის სიდედრი მისი სისხლისმიერი ნათესავი არაა და არამგონია ეკლესიას ამის საწინააღმდეგო რამე ჰქონდეს.მერე მეორე,არაა სავალდებულო ყველას აზრი გაითვალისწინო მაშინ,როცა საქმე საყვარელი ადამიანის დაკარგვა-შენარჩუნებას ეხება!!! წადით ცალკე და იცხოვრეთ ბედნიერად,თუ მართლა ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი,ბრძოლა საზოგადოებრივ აზრთან ნამდვილად ღირს!
16:39 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
მაგარი დახვეწილი გაიძვერა ქალი ყოფილა.
13:55 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
დღეს ისეთი ცხოვრებააა ხაალხი ათას სისაძაგგლეს ჩადის...ესაა დიდი სირცხვილი...ნურაასდროს ნუ შეგრცხვებათ სიყვარულის..უფლის გარეშე არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად...მიიღეთ ეს როგორც უფლფის საჩუქარი და ეცადეთ ბედნიერები იკვეთ...გიყვარდეს და უყვარდე ეს ხომ უფლის დიდი სააჩუქარია..იბედნიერეთ..
12:58 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზოია
სიმარტლე გიტხრა გული მეტკინა,მაგრამ სიკვარულისტვის ბრდზოლა გირს ტუ კი დარწმუნებული ხარ რომ მის გვერდიტ ბედნიერი იკნები
11:40 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
მართლა სერიალის გმირებს გავს მაგრამ შემეცოდაააა ,ცუდი რჩევა არაა მამაოს კიტხეეეტ
00:24 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მე მგონი დანაშაული არ არის, მღვდელსაც რომ ჰკითხოთ კარგი იქნება.
23:22 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მოიცა, მგონი შენ უკვე გიყვარდა ის ქალი სანამ შენი ძმის სიდედრი გახდებოდა, ახლა პირიქითაა, შენს ძმას შეუყვარდა შენი გერი, დამიჯერე, მოიყვანე ის ქალი ცოლად და დატკბი ცხოვრებით
01:23 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS