14 მაისი, 2013
ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა
ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება.

ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.


მე და ხათუნამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ცოლთან ახალი გაშორებული ვიყავი და ვიფიქრე, ვირტუალურ ნაცნობობას გულს გადავაყოლებდი. რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ მივხვდი, რომ ხათუნას გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ და როგორც
მითხრა, დასაოჯახებელი.

დიდი ხანი არ მხვდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და სწორედ შეხვედრისას გამომიტყდა, რომ 3 წლის წინ დაქვრივდა და 19 წლის გოგონა ჰყავდა. ძალიან პატარა, 16 წლის გათხოვდა. მართალია, ქმარი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე წელში ერთმანეთი მობეზრდათ და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობდნენ ერთ სახლში.

მერე მეუღლე მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა, ყველას ეგონა, რომ იდეალური ოჯახი გვქონდა, ისეთი კარგად ვთამაშობდითო. სწორედ ამიტომ რცხვენოდა ჩემთან შეხვედრის.

იცოდა, ჩვენი ურთიერთობა თუ განვითარდებოდა, მალე საზოგადოების წინაშე მოუწევდა თავის მართლება.

კარგა ხანს ვამშვიდებდი. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. მარტო ვცხოვრობ და რამდენჯერმე ჩემთან სახლში დავპატიჟე.

თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია. ხათუნა მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო.

სამთვიანი ნაცნობობის შემდეგ მოულოდნელად მივლინებით საბერძნეთში წავედი. ორი კვირა საყვარელ ქალს ვერ ვნახავდი და ამას ძალიან განვიცდიდი. ხათუნამ მითხრა, არა უშავს, ორივე გავერკვევით გრძნობებში და რომ ჩამოხვალ, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავალთო.

მივლინებიდან სამ დღეში გავიგე, რომ ჩემი ნაბოლარა ძმა, რომელსაც მშობლები სიბერის შვილს ეძახდნენ, მოულოდნელად თავის თანაკურსელზე დაქორწინდა.

დედაჩემი ბედნიერი მიყვებოდა ტელეფონში, როგორი ლამაზი რძალი ჰყავდა. თან დაამატა, იმედია, შენგან განსხვავებით მამუკასთვის ეს პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებაო. მივლინებიდან დაბრუნებული, საჩუქრებით დატვირთული მშობლიურ სახლს ვესტუმრე.

რძლის დანახვაზე კინაღამ შოკში ჩავვარდი, ხათუნას ახალგაზრდობა მიყურებდა და მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რა უბედურება დამემართა, მაგრამ თავის გასამხნევებლად გოგონას ოჯახური ამბები მაინც გამოვკითხე.

იმ დღეს სახლში გაუბედურებული დავბრუნდი. საღამოს ხათუნას უნდა შევხვედროდი, მაგრამ მეილზე ვრცელი წერილი მივწერე და დავიძინე. არ მიპასუხა, ან რა უნდა მოეწერა, როცა ცხოვრება ორივეს თავზე ჩამოგვენგრა. იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა ამ ამბავს მოჰყოლოდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
რუსა
თამო ქარტველებს ევროპის გარეშეც არ უჭირდატ მაზლს და რდზალს ერტად დაწოლა/ ეგ ძალიან დიდი ხნის წინაც ხდებოდა და ახლაც
19:55 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
აუ არ მიატოვო ხათუთი. რა ნატესავები თქვენ ხართ. მოძღვარი თუ გყავს კითხე, ან ვინმე წესიერ მამოს, ლამაზი არ იქნება თქვენი ურთიერთობა ხალხის თვალში, მაგრამ არც ცოდვაა ტქვენ ნათესავები არ ხართ. დაახათუთე ეგ ქალი
10:39 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
თენგოსვეთანხმები, მართალი ხარ უნდა დაახვიოს ევროპისგენ, ახლა ისეთ ოჯახში ვმუშაობ სადაც მეზიზგება მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, ამ ოჯახის უფროსი შვილი გარდაიცვალა და ქვრივად დარჩენილი რძალი მაზლმმა მიიყვანა ცოლად, ეს კათოლიკებშიც თურმე :მოსულა: და ღმერთმმა დაიფაროს საქართველოში მართლ მადიდებელმა იგივე გაიმეოროს, გვაორე უფალოო...
00:15 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თენგო
ევროპული და ამერიკული ცხოვრება-წესი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაღდ ქართველებს არ გამოგვადეგება.ვისაც არ მოწონს ქართული და მართლმადიდებული ცხოვრების წესი დაახვიოს ამ ქვეყნიდან და იცხოვროს იქ სადაც ევროპა-ამერიკაში იცხო ვროს.
20:59 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირეინ
გააფრინე ალალიო, რაც არ არი არარიო--- არ ყოფილხართ ერთმანეთის ბედის
20:18 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ჩვენც ხომ ევროპელებში ვითვლებით
17:51 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ეხ
რა არ ხდება ამ ქვეყანაზე,ისეტი დრო მოვიდა რომ სირცხვილი უკან რჩება
17:48 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეს ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა რომ არ ღირს სიყვარულზე უარის თქმა, ქრისტიანულათ თუ ვიფიქრებთ სისიხლის ნათესავები არა ხართ,სხვას ყველს მოევლება თუ ნათესავებმა ყველაფერი არ დაიპუტეს ,ყველამ თავის ტარაკნებს მიხედოს, და ცოდვეი გამოისყიდოს ,არავის არა აქვ უფლება დაუნგრიოს ბედნიერება სხვას.
17:02 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მანი
ტუ გიყვარს იცხოვრე მასტან და შეინარჩუნე შენი სიყვარული და რაც შეეხება რძალს, იმაში ვერ დაგადანაშაულებს რომ ეს მათი ქორწინების მერე მოხდა,შენ მანამდე შეგიყვარდა ხათუნა და არავის აქვს უფლება განგკითხოს და ყველას აქვს იცხოვროს მასთან ვინც უყვარს!
16:28 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაგნოლია
მიეცით სიყვარულს სიგიჯის უფლება...სიყვარული სხვა რამეა,არ სიძვისა დასადარი... ხოდა,ნურავის განსჯით ამ გრძნობის გამო...
15:53 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS