30 მარტი, 2017
ზედმეტად ლამაზია იმისთვის, რომ ერთგული იყოს - ქალმა ქმარი უკეთესი გარეგნობის გამო მიატოვა
სილამაზე ბუნებისგან ბოძებული, დასაფასებელი საჩუქარია, თუმცა ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის და ხშირად ურთიერთობაში დაბრკოლებებს იწვევს.

საკუთარი ცხოვრების ისტორიას, იულია სტეფენსონი მოგვიყვება, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რა დაუჯდა საკუთარი სილამაზე.

Rating

"ვფიქრობ, რომ არა ჩემი სილამაზე, შემეძლო დღემდე იმ მამაკაცის ცოლი ვყოფილიყავი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ჩვენს ურთიერთობაში დამღუპველი შეუფერებელი გარეგნობა აღმოჩნდა. მე მასზე გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდი.

ჩემი ექს მეუღლე გამუდმებით ჩემს ჩრდილში ექცეოდა, რაც თავდაჯერებულობას უკარგავდა და ძალიან ეჭვიანს ხდიდა.

შესანიშნავი მამაკაცები მეხვეოდნენ გარს, რომლებიც ჩემს
უბრალო, ბუღალტერ ქმარს უკან იტოვებდნენ.

ყველაფერი ისე დასრულდა, რომ მეუღლე ერთ-ერთი თაყვანისმცემლის გამო მივატოვე. ის ქერათმიანი ბანკირი გახლდათ, რომელიც დაქალმა გამაცნო.

Rating

























მე 1989 წელს, 26 წლის ასაკში გავთხოვდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო, მაგრამ 18 თვეში ჩვენი ქორწინება დასრულდა. ყველაფერი კი იმიტომ, რომ სხვამ მაცდუნა, მე კი სიმტკიცე ვერ გამოვიჩინე და უარის თქმა ვერ შევძელი.

მალე ჩემმა საყვარელმა, სხვა ქალის გამო მიმატოვა.

"ეს სამართლიანია" - იტყვით თქვენ, მაგრამ მე ერთადერთი ქალი არ ვარ, რომელმაც საკუთარი სილამაზისთვის ქორწინება დაანგრია".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ინნა
მსუბუქ ყოფაქცევას სილამაზედ აღიქვამს
11:46 / 11-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS