24 მარტი, 2017
6 წლის გოგონა, რომელმაც გარდაცვალებამდე მშობლებს საოცარი წერილები დაუტოვა...
2006 წლის შემოდგომაზე 5 წლის ელენ დესერიჩს, ვაიომინგის შტატიდან, თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ცხრა თვე გრძელდებოდა მისი უთანასწორო ბრძოლა დაავადებასთან, რომლის დასასრული თავიდანვე იყო განსაზღვრული.

და მთელი ეს ცხრა თვე, სიკვდილამდე, გოგონა, რომელმაც ის-ის იყო ისწავლა წერა-კითხვა, წერდა პატარ-პატარა ბარათებს თავისი ოჯახის წევრებისთვის. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ მალე გარდაიცვლებოდა და უნდოდა, რომ მისი ოჯახის წევრებს ბევრი არ ენერვიულათ.

გოგონამ ასობით ამაღელვებელი გზავნილი დაწერა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დამალა - წიგნების ფურცლებში, ჩანთებში, თეთრეულში, ტანსაცმელში და ნათესავების
სახლებშიც კი.

2007 წლის აგვისტოში ელენა გარდაიცვალა, თუმცა მისი მშობლები - 34 წლის კიტი და 35 წლის ბრუკი, ასევე მათი უმცროსი ქალიშვილი გრეისი - დღემდე პოულობენ შვილის გზავნილებს. როგორც წესი, ესენია ამაღელვებელი ნახატები პატარა ტექსტებით: "მიყვარხარ, დედიკო!" ან "ჩემს საყვარელ დაიკო გრეისს". იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS