20 მარტი, 2017
მისი ცოლი სიმსივნით გარდაიცვალა - ნახეთ, ვინ ჩაანაცვლა ის 5 წლის შემდეგ
ბენ და ალა ნანერებმა 2009 წელს იქორწინეს. ყველაფერი ზღაპრულად გამოიყურებოდა - პატარძალს ლამაზი კაბა ეცვა, საქმროს კი შეყვარებული თვალები ჰქონდა. ლამაზი ფოტოსესია, Stevie Wonder -ის მუსიკა. თითქოს, მათ სიყვარულს დრო ვერაფერს დააკლებდა და დიდხანს, ბედნიერად იცხოვრებდნენ. თუმცა, ბედისწერა სხვაგვარად წარიმართა - 2011 წელს ალა ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა.

ცოლის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, ბენმა სახლის გაყიდვა და საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტა. გამომშვიდობებისას კი მამაკაცმა, პატარა ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად სამახსოვრო ფოტოსესია გადაიღო.

"არ მინდა ხალხმა, ამ ფოტოებში ტკივილი და
დანაკარგი დაინახოს. მიუხედავად იმისა, რომ ცოლის გარდაცვალებას დღემდე ძალიან განვიცდი, ჩვენი ისტორია სხვაგვარია - მე და ოლივიას გვინდოდა სიყვარულის ამბავი მოგვეყოლა" - ამბობს ბენი.

ეს ფოტოები ოლივიას გაახსენებს, სად დაიწყო მისი და ჩვენი ოჯახის ცხოვრება.

ფოტოსესიის დროს, მოულოდნელად თეთრი ბუმბული გამოჩნდა, რაზეც ფოტოგრაფი, მელანი ფიქრობს, რომ ეს მინიშნება გოგონასთვის დედისგან იყო.

"ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა მოხდეს, ოლივიას ეცოდინება, რომ არსებობს ადგილი, სადაც თუნდაც ცოტახნით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი" - წერს ბენი.

ანა გარელი
RatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS