09 მარტი, 2017
ქალი ფეხმძიმობას 9 თვე მალავდა, შემდეგ საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილი უნიტაზში ჩარეცხა
არც ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთში, ცზინჰუას უბნიდან მეხანძრეებმა უჩვეულო გამოძახება მიიღეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მისვლისას მაშველები განცვიფრებულები დარჩნენ. მეოთხე სართულის კანალიზაციიდან ბავშვის ტირილის ხმა მოისმოდა.

მამაკაცებმა საკანალიზაციო მილში ახალშობილი აღმოაჩინეს. ბავშვის ამოყვანა ხელსაწყოებით ვერ მოახერხეს, ამიტომ მილის ნაწილის მთლიანად ამოღება მოუხდათ, რომლითაც საავადმყოფოში გაემართნენ.

საავადმყოფოში, ექიმებმა და მაშველებმა ახალშობილი მილიდან ფრთხილად ამოიყვანეს. ოპერაცია 1 საათს გაგრძელდა მაგრამ ბავშვი უვნებლად გადარჩა.


Rating





თავდაპირველად, ექიმებმა ახალშობილს გულის პრობლემები დაუდგინეს, სხეულზე კი მრავლობითი დაზიანებები და ნაკაწრები აღმოუჩინეს, მაგრამ
საბედნიეროდ, ბავშვის მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა.

საქმეში პოლიცია ჩაერთო და ახალშობილის დედა იპოვეს. ქალი იმ საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელი აღმოჩნდა, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალი მამაკაცმა მიატოვა, აბორტის გასაკეთებელი ფული კი არ ჰქონდა.


ახალბედა დედამ დამოუკიდებლად იმშობიარა, მაგრამ ირწმუნება, რომ ბავშვის მოშორება არ სურდა და ახალშობილი მილში შემთხვევით ჩაუცურდა. ბავშვის გადასარჩენად, ქალმა მაშველები თავად გამოიძახა.

საავადმყოფოში მალე უცნობი კეთილმოსურნეები გამოჩნდნენ და ბავშვს მისთვის საჭირო ნივთებით ამარაგებნენ.

ხალხის ნაწილი, ქალის უპასუხისმგებლო საქციელით აღშფოთებულია, დანარჩენები კი აცხადებენ, რომ გოგონა მარტოხელა და სიკვდილამდე შეშინებული იყო.

თუმცა, დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ დედამ მაშველები დროულად გამოიძახა და საბოლოოდ ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS