02 მარტი, 2017
დაუნის სინდრომით დაავადებული წყვილი, რომელიც 22 წელია ერთადაა
როცა მერიენმა და ტომმა დაქორწინება გადაწყვიტეს, უამრავი კრიტიკოსი გამოჩნდა. ამბობდნენ, რომ ამ კავშირს მომავალი არ ჰქონდა.
1995 წელს ისინი დაუნის სინდრომით დაავადებული პირველი წყვილი გახლდათ, რომლებმაც ურთიერთობა დააკანონეს.

18 თვიანი ახლო ურთიერთობის შემდეგ, 95 წლის ივლისში მერიენმა და ტომმა დიდ ბრიტანეთში ჯვარი დაიწერეს. ამ კავშირს დადებითად მხოლოდ მათი მეგობრები და ახლო ნათესავები შეხვდნენ. საზოგადოებამ კი, საკმაოდ უარყოფითად მიიღო, განსაკუთრებით მედიაში მათი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ.

ახლა მერიენი 45 წლისაა, ტომს კი 59 წელი შეუსრულდა, თუმცა ერთმანეთი
დღემდე უყვართ და ამბობენ, რომ ძალიან ბედნიერები არიან.
მათ ურთიერთობას ფეისბუქზე უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. მერიენის და სოციალურ ქსელში წყვილის ერთობლივ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

ბევრს ჰგონია, რომ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ და გამუდმებით მეთვალყურეობა სჭირდებათ.

თუმცა პილინგების მაგალითი, რომლებმაც მტკიცე ოჯახი შექმნეს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასე არ არის.

წყვილი ნათესავების მეზობლად, განცალკევებით ცხოვრობს.

ანა გარელი

RatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარა
რა საყვარლები არიან, ვიტირე. უფალო დაიფარე ისინი , დიდხანს იყვნენ კიდევ ერთად.
01:34 / 13-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS