24 თებერვალი, 2017
ამერიკელმა ქალმა საქმრო სათამაშოებზე ეჭვიანობის გამო მიატოვა
30 წლის ნიუ-იორკელმა ქალმა, ეიპრილ ბრუკერმა საქმრო თოჯინების მიმართ ეჭვიანობის გამო მიატოვა. მამაკაცს აღიზიანებდა, როცა მისი საცოლე საყვარელ სათამაშოებს საკუთარ შვილებს უწოდებდა და სპეციალურად მათთვის საძინებელი ოთახიც გამოყო.

მომავალი ქმრის თხოვნით, ეიპრილმა თოჯინებთან ხშირი კონტაქტი შეწყვიტა, თუმცა 8 თვის შემდეგ თოჯინები სახლში კვლავ დააბრუნა და გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღო, საქმროსთან ურთიერთობა კი გაწყვიტა.

ქალის თქმით, საქმროს გადაწყვეტილებამ, რომ მას არავითარი თოჯინა არ უნდა ჰქონოდა, აღაშფოთა. ეს მისთვის ზედმეტი აღმოჩნ
და, რადგან თოჯინების კოლექციას 13 წლიდან აგროვებს და მათთან განშორება ძალიან მტკივნეულო იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარ გატაცებაში გოგონა მთელ სულს დებს - თოჯინების სამოსსა და ვარცხნილობაზე 200 ათასი დოლარი აქვს დახარჯული.

ხანდახან ეიპრილი სხვადასხვა ქალაქში თოჯინების წარმოდგენასაც აწყობს, რაშიც, საქმრომ მონაწილეობის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS