22 თებერვალი, 2017
რატომ ჰყავდა 27 წლის ქალს შვილები ჰეროინზე
როცა ბავშვი ტირის და დაძინების საშუალებას არ გვაძლევს, ამ დროს ყველა ვნერვიულობთ, თუმცა ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ბავშვი ჩვენი გაბრაზების მიზნით არ ტირის. ამ დროს ბავშვს რაღაც სტკივა ან უბრალოდ ვერ იძინებს.

ეშლი ჰატი, 3 შვილის 27 წლის დედაა, რომელმაც ბავშვის ძილის პრობლემის გადაჭრის სხვა ხერხი იპოვა, რის გამოც ციხეში ჩაჯდომა მოუწია.

ეშლი მაკ მაკივერთან ერთად ცხოვრობდა. წყვილი 3 შვილს - 6 წლის ბიჭს, 4 და 2 წლის გოგონებს ზრდიდა. უცნობია არის თუ არა
მაკი ბავშების ბიოლოგიური მამა, თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ ორივე მშობელი ნარკოდამოკიდებულია.

წყვილის მეგობარმა პოლიციას აცნობა, თუ რა პირობებში იზრდებოდნენ ბავშვები. გამოკვლევა 2015 წელს დაიწყო, როცა ბავშვები სპეციალურმა ორგანოებმა ეშლისა და მაკის სახლიდან წაიყვანეს. სახლში აღმოუჩინეს ბინძური ნემსები. ეშლი იქვე დააპატიმრეს.
Rating
ბავშვებთან გასაუბრების დროს დამკვირვებლები შოკში ჩაცვივდნენ: ბავშვები ჰყვებოდნენ, რომ ძილის წინ "საძილე წვენს" ალევინებდნენ. ისინი აღწერდნენ, რომ ეს წყალში გახსნილი თეთრი ფხვნილი იყო, რომელიც ორგანიზმში შპრიცის საშუალებით შეჰყავდათ".

ბავშვები ჰეროინს მოიხსენიებდნენ, როგორც "სასიამოვნო წამალს, რომელსაც ხასიათზე მოჰყავდა" - სწორედ ასე აღუწერდა მაკ მაკილერი.

Rating


ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ, მათგან ორს ორგანიზმში ჰეროინის კვალი ნამდვილად დაუფიქსირდა. თუმცა მშობლები ერთხმად უარყოფენ ფაქტს, რომ შვილებს ნარკოტიკს აძლევდნენ.

ბავშვებმა რეაბილიტაციის კურსი უკვე გაიარეს, რის შემდეგაც კარგ ოჯახებში გააშვილეს.

ანა გარელი



წყარო : allwommen.ru

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
bbb
ეს ელის საქართველოს თუ ზოგიერთები მარიხუანაზე ფიქრს არ შეწყვეტენ
21:43 / 27-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS