ეშლი ჰატი, 3 შვილის 27 წლის დედაა, რომელმაც ბავშვის ძილის პრობლემის გადაჭრის სხვა ხერხი იპოვა, რის გამოც ციხეში ჩაჯდომა მოუწია.
ეშლი მაკ მაკივერთან ერთად ცხოვრობდა. წყვილი 3 შვილს - 6 წლის ბიჭს, 4 და 2 წლის გოგონებს ზრდიდა. უცნობია არის თუ არა
წყვილის მეგობარმა პოლიციას აცნობა, თუ რა პირობებში იზრდებოდნენ ბავშვები. გამოკვლევა 2015 წელს დაიწყო, როცა ბავშვები სპეციალურმა ორგანოებმა ეშლისა და მაკის სახლიდან წაიყვანეს. სახლში აღმოუჩინეს ბინძური ნემსები. ეშლი იქვე დააპატიმრეს.
ბავშვებთან გასაუბრების დროს დამკვირვებლები შოკში ჩაცვივდნენ: ბავშვები ჰყვებოდნენ, რომ ძილის წინ "საძილე წვენს" ალევინებდნენ. ისინი აღწერდნენ, რომ ეს წყალში გახსნილი თეთრი ფხვნილი იყო, რომელიც ორგანიზმში შპრიცის საშუალებით შეჰყავდათ".
ბავშვები ჰეროინს მოიხსენიებდნენ, როგორც "სასიამოვნო წამალს, რომელსაც ხასიათზე მოჰყავდა" - სწორედ ასე აღუწერდა მაკ მაკილერი.
ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ, მათგან ორს ორგანიზმში ჰეროინის კვალი ნამდვილად დაუფიქსირდა. თუმცა მშობლები ერთხმად უარყოფენ ფაქტს, რომ შვილებს ნარკოტიკს აძლევდნენ.
ბავშვებმა რეაბილიტაციის კურსი უკვე გაიარეს, რის შემდეგაც კარგ ოჯახებში გააშვილეს.
ანა გარელი
წყარო : allwommen.ru