20 თებერვალი, 2017
ერთ ქალს ქმარმა უღალატა და რჩევისთვის ბრძენ ბერს მიმართა
ერთ ქალს ქმარმა უღალატა. ის სასოწარკვეთილი იყო და არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება. ხალხმა მას ერთ ბრძენ კაცთან წასვლა ურჩია, რომელიც მაღალ მთაში ცხოვრობდა და გადაწყვიტა რჩევის საკითხავად მიემართა.

ქალს ბერთან მისაღწევად რამდენიმე დღე დასჭირდა. ხოლო როცა მიაღწია, გასაჭირი უამბო:

- მასთან მთელი ცხოვრება გავატარე. მთელი ჩემი ახალგაზრდობა მას შევალია, მასზე ვზრუნავდი. ის კი ჩემგან სხვა ქალთან წავიდა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, აღარაფერი დამრჩა:

ბერმა ქალს ორცხობილა გაუწოდა და სთხოვა შეეჭამა. როცა შეჭამა, ბრძენმა ჰკითხა:

- "აბა,
რას იტყვი - გემრიელი ორცხობილაა?"

- "დიახ" - უპასუხა ქალმა.

- "კიდევ გინდა?"

- "რა თქმა უნდა, მომაწოდეთ, გთხოვთ"

ბერმა ქალს თვალებში შეხედა და ჰკითხა: "აბა, ახლა რას მიხვდი? რაში მდგომარეობს შენი პრობლემა?"

ქალმა ცოტა ხანს იფიქრა და შემდეგ დაურწმუნებლად უპასუხა: "როგორც ჩანს ყველა ადამიანი ბუნებით ხარბია. როცა იღებ ერთს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი და ახალი გინდა. არასდროს არაფერი გვყოფნის. მუდმივი კი არაფერია. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და ამის გამო იმედგაცრუებულები არ უნდა ვიყოთ".

ბერმა თავი გააქნია: "არა, მე ის ვიგულისხმე, რომ მსუქანი ხარ. ნაკლები უნდა ჭამო".

ანა გარელი


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
სიყვარული რაა ბრზენის აზრით? როგორ გამოიყურებიი ჰაჰაჰაჰაჰაჰ
როცა გიყვარს გულით უნდა გიყვარდეს და არა თვალით,
13:33 / 10-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ჩადექით ფორმაში გოგოებოო
14:08 / 29-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ბრძენი კი არა ოჩოპინტრე ყოფილა! ამხელა გზა მაგისთვის გააკეთა იმ გაჭირვებულმა?! ;DDD
18:28 / 26-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია
ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა
11:49 / 03-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მაშო
გემრიელად ვიცინე
10:35 / 28-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS