ქალს ბერთან მისაღწევად რამდენიმე დღე დასჭირდა. ხოლო როცა მიაღწია, გასაჭირი უამბო:
- მასთან მთელი ცხოვრება გავატარე. მთელი ჩემი ახალგაზრდობა მას შევალია, მასზე ვზრუნავდი. ის კი ჩემგან სხვა ქალთან წავიდა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, აღარაფერი დამრჩა:
ბერმა ქალს ორცხობილა გაუწოდა და სთხოვა შეეჭამა. როცა შეჭამა, ბრძენმა ჰკითხა:
- "აბა,
- "დიახ" - უპასუხა ქალმა.
- "კიდევ გინდა?"
- "რა თქმა უნდა, მომაწოდეთ, გთხოვთ"
ბერმა ქალს თვალებში შეხედა და ჰკითხა: "აბა, ახლა რას მიხვდი? რაში მდგომარეობს შენი პრობლემა?"
ქალმა ცოტა ხანს იფიქრა და შემდეგ დაურწმუნებლად უპასუხა: "როგორც ჩანს ყველა ადამიანი ბუნებით ხარბია. როცა იღებ ერთს, შემდეგ კიდევ უფრო მეტი და ახალი გინდა. არასდროს არაფერი გვყოფნის. მუდმივი კი არაფერია. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და ამის გამო იმედგაცრუებულები არ უნდა ვიყოთ".
ბერმა თავი გააქნია: "არა, მე ის ვიგულისხმე, რომ მსუქანი ხარ. ნაკლები უნდა ჭამო".
ანა გარელი