20 თებერვალი, 2017
ყოფილმა ცოლმა ქმარს არაფერი დაუტოვა, გარდა ძაღლისა - აი, რა გააკეთა კაცმა
რაფაელ მონტესო, მისი 30 წლის იუბილეზე, ცოლმა მიატოვა. ქალმა თან წაიღო ყველაფერი: სამზარეულოს კომპლექტი, ავეჯი, ფოტოები, ყველა ნივთი და ძვირფასეულობა. ერთადერთი, რაც მან რაფაელს დაუტოვა ეს ბულტერიერია, სახელად ჯიმი ჩუ.

"ცარიელ კედლებში ჩემს საუკეთესო მეგობართან, ჯიმისთან ცხოვრებისას, მუზა მომივიდა და ფოტოების გადაღება დავიწყე.

ვიღებდი როგორ დახტოდა ძაღლი ბინაში სიხარულისგან. როცა ჯიმი თეთრ კედლებში ბედნიერებისგან დაღლილი ძირს დაეცა, ხელში მარკერი ავიღე და ძაღლის გარეშემო სამყარო დავხატე. მაშინ ვიგრძენი როგორ იღვიძებდა ჩემში დიდი ხნის უმოქმედო ლტოლვა მხატვრობისკენ
"
- ამბობს რაფაელი.

საბოლოოდ მამაკაცმა ერთმანეთისგან აბსოლუტურად გასხვავებული სიუჟეტების მქონე ფოტოების მთელი სერია შექმნა. ახლა, ამ წყვილს ინსტაგრამზე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ოქტომბერში კი ჯიმის საუკეთესო ფოტოებით აწყობილი წიგნი გამოდის.

ფოტოების დათვალიერებისას, რაფაელისა და მისი ძაღლის ამოუწურავი ოპტიმიზმი აღგაფრთოვანებთ.

ანა გარელი

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS