05 ნოემბერი, 2013
სადედამთილომ განათხოვრობის გამო ქორწილი ჩამიშალა
კაბა შევიკერე, რესტორანში ფულის ნაწილი გადახდილი გვქონდა ექვსი წელი გვიყვარდა მე და ბუკას ერთმანეთი, მაგრამ დაახლოებით სამი წლის წინ საშინელება შეგვემთხვა. ''კარგი'' მეგობრის რჩევას ავყევი და შეყვარებულზე ვიეჭვიანე.

ერთმანეთს სკანდალით დავშორდით და სამი დღის გაცნობილ ბიჭს ცოლად გავყევი. ბუკა თითქმის ყოველდღე მოდიოდა უნივერსიტეტში და მეხვეწებოდა, რომ უცნობი ქმრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მეუღლესთან სამი თვე მაინც გავძელი.

ცუდი ადამიანი არ გამოდგა, მაგრამ ვერ შევიყვარე. ამის შემდეგ მე და ბუკამ ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა, მაგრამ ჩემ სულელურ ნაბიჯზე არცერთხელ
აღარ გვისაუბრია. ორი თვის წინ ცოლობა მთხოვა.

თან დაამატა, დედაჩემმა არ იცის, რომ განათხოვარი ხარ და არ წამოგცდესო. გული მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მეორე დღიდან დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება.

მომავალი მეუღლის მშობლებიც გავიცანი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა.

კაბა შევიკერე, რესტორანში ფულის ნაწილი გადახდილი გვქონდა, როცა მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე საბედისწერო ზარი გაისმა. ჩემი მომავალი დედამთილი რეკავდა.

მითხრა, რომ ყველაფერი იცოდა ჩემი პირველი ქორწინების შესახებ და ასეთი რძალი არაფერში სჭირდებოდა. შევეცადე ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ მოსმენაც არ ისურვა.

ქორწილი ჩაიშალა. ბუკაც აღარ მეხმიანება. არ ვიცი, როდემდე გაძლებს ჩემს გარეშე და ვერც იმას ვიგებ, 26 წლის, რომელიც მუშაობს და ფინანსურად უზრუნველყოფილია, რატომ ვერ წავიდა დედის წინააღმდეგ.

საიტის ისტორიები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ნანუკა
ვეტანხმები ირაკლის,საქარტველოში დედიკოს ბიჭის სინდრომი ყოველტვის იქნება სანამ შვილები დამოუკიდებლობას არ მიეჩვევიან,ამისტვის კიდევ შრომაა საჭირო და სად იმუშაონ დაქცეულ ქვეყანაში,მეც ვტვლი რომ გაგიმარტლატ და არ მოგიწიატ მეორე ოჯახის დანგრევამაც.
05:27 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ასეთი არასერიოზული სად დაიბადე? ამიტომაც არ მოეწონე დედამთილს სამითვე რომ ერთობოდი, იმ ქმარს მიხედე, თუ მას მაინც უნდიხარ ამ უტვინო ქალების აზრით, ბიჭები პრიუტში იზრდებიან თუ დედების მოვალეიბა მხოლოდ მათი გაზედაა? დედა რომ არასერიოზული ქალისგან შვილს იცავს ის მისაბაძი დედაა და არა დედიკოს ბიჭის გამზრდელი
02:05 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
არ მინდა რომ გაწყენინო, მაგრამ ძალიან არასერიზული ჩანხარ, ოჯახის შექმნა არ გესმის რას ნიშნავს. იმედია სწორ დასკვნებს გააკეთებ და შეცდომას არ დაუშვებ.
01:08 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დამიჯერე კარგია რომ დაშორდი,სიცოცხლეს გაგიმწარებდა ბიჭი,დედიკოს ბიჭები ცოლს ვერ გააბედნიერებენ,ეს კარგად დაიმახსოვრე სიხარულოოო
00:24 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა მერებაშვილი
როცა ადამიანი გიკვარს აქ დროს ფაქტორი უმთავრესია....მოთმინება
22:05 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსო
ასე გადარბენ-გადმორბენა რაღაა.ნებისმიერი ქორწინების წინასწარ შედეგს ვერავინ განსაზრვრავს,მაგრამ ამ საკითხს უფრო მეტი სერიოზული მიდგომა სჭირდება.
20:01 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
,,,
არვიცი ვინხარ მაგრამ არც შენ ხარ ჭკვიანი ეგ ბიჭი დედიკოს ბიჭი ყოფილა არგამოგადგებოდა მასეთი მაგრამ სამი დღის გაცნობილს რამ გაგაყოლა აა , თუ ასე გიყვარდა მისჯინაზე როგორ მოიქეცი იმ ქალმა განათხოვრობის გამო კიარ დაგიწუნა უფრო იმიტომ რომ შენ საკვარელ ადამიანზე იეჭვიანე და სამი დღის გაცნობილს გაეკიდე დაოჯახებულები რომ ყოფილიყავით მასჰინაც მასე მოიქცეოდი შენ პასუხი შენს თავში და საქციელში ეძიე და არა განათხოვრობაში
19:08 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
ირაკლის ვეთანხმები.
17:27 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
26 წლის ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაგრამ მაინც ბავშვი. გაგიმართლა, რომ დროზე ჩაიშალა თქვენი ქორწინება. ამას სერიოზულად ვწერ.
16:46 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS