05 ნოემბერი, 2013
სადედამთილომ განათხოვრობის გამო ქორწილი ჩამიშალა
კაბა შევიკერე, რესტორანში ფულის ნაწილი გადახდილი გვქონდა ექვსი წელი გვიყვარდა მე და ბუკას ერთმანეთი, მაგრამ დაახლოებით სამი წლის წინ საშინელება შეგვემთხვა. ''კარგი'' მეგობრის რჩევას ავყევი და შეყვარებულზე ვიეჭვიანე.

ერთმანეთს სკანდალით დავშორდით და სამი დღის გაცნობილ ბიჭს ცოლად გავყევი. ბუკა თითქმის ყოველდღე მოდიოდა უნივერსიტეტში და მეხვეწებოდა, რომ უცნობი ქმრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მეუღლესთან სამი თვე მაინც გავძელი.

ცუდი ადამიანი არ გამოდგა, მაგრამ ვერ შევიყვარე. ამის შემდეგ მე და ბუკამ ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა, მაგრამ ჩემ სულელურ ნაბიჯზე არცერთხელ
აღარ გვისაუბრია. ორი თვის წინ ცოლობა მთხოვა.

თან დაამატა, დედაჩემმა არ იცის, რომ განათხოვარი ხარ და არ წამოგცდესო. გული მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მეორე დღიდან დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება.

მომავალი მეუღლის მშობლებიც გავიცანი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა.

კაბა შევიკერე, რესტორანში ფულის ნაწილი გადახდილი გვქონდა, როცა მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე საბედისწერო ზარი გაისმა. ჩემი მომავალი დედამთილი რეკავდა.

მითხრა, რომ ყველაფერი იცოდა ჩემი პირველი ქორწინების შესახებ და ასეთი რძალი არაფერში სჭირდებოდა. შევეცადე ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ მოსმენაც არ ისურვა.

ქორწილი ჩაიშალა. ბუკაც აღარ მეხმიანება. არ ვიცი, როდემდე გაძლებს ჩემს გარეშე და ვერც იმას ვიგებ, 26 წლის, რომელიც მუშაობს და ფინანსურად უზრუნველყოფილია, რატომ ვერ წავიდა დედის წინააღმდეგ.

საიტის ისტორიები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
დედამტილი
კაი დედამტილი დედამტილია, გეჯავრებატ , მარა იმაზე იფიქრეტ ესეტი ქარაფშუტას გამო ღირს აღმზრდელი დედის განაწყენება? ასეტს ვერარ იშოვის ტუ რა?
14:58 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
ტუ არ იცი გეტყვი რატომ არ და ვერ წავიდა დედის წინაააღმდეგ! დედა ერტია და ქალი ატასი! აი, მაგიტომ! კაი ტუ ცუდი ტავად განსაზრვერტ, ტქვენც იქნებიტ დედა, რას იზამ , ეგრეა პ/ს ისე შენ კარგი ადამინი არ ხარ, სხვის უბედურებაზე ბედნიერბას ვერ ააგებ, იმ საწყალ ბიჭს რომ აუბნიე ტავგზა 3 დღის გაცნობილიო და მერე უცბად მიატოვე, აი მაგიტომ! ეგოისტებს ეგრე უნდატ! ვოტ! წადი ახლა და იქვიტინე, შენმა ბუკან რომ მიგატოვა,ღირსი ხარ და მეც ეგრე გიზავდი!
14:55 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნარკა
ნონა მარტალია. არც ეს გკვარებია, ტორემ უსიკვარულოდ არ გატხოვდებოდი. ისიც გააუბედურე და ახლა ბედნიერებას ედზებ? დროზე შეგაჩერა,დედამ, რომელიც დარცმუნებულია, აზრს კიდევ შეიცვლი.ტავს ნუ იმარტლებ. დაუდრუნდი იმ კაცს,რომელმაც ცაგატრია,ტუ შედზლებ და სხვას ტავი დაანებე.
13:40 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰყ
ეგ სიყვარული არ არის ვიგაც ხარ ეგ ბ.....ააააა
13:36 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარელა
კი ყოფილა ეს გოგო მაგის ღირსი... მაგრამ მაინც ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ასეთ დედამთილებს !!!
12:36 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ცოტა გადავეულ სატქმელს გეტყვით, ბოლოს რომ ყველაფერი ქალებს ბრალდება არც ასეა საქმე.. ტავიდან მამაკაცებო ანგელოზები ხართ შემდეგ როცა ქალს თქვენად დაიგულებტ უცებ უეცრად ესმაკებად იქცევიტ ხოლმე არ უნდა იცვლებოდეტ ისეტები უნდა რცებოდეტ როგორებიც იქნებიტ ტავიდან ურტიერტობის დასაწყისსი ,,, უიმე კი მგონია არაფერ სუასია მაგრამ დავისვენეე რაა რომ ვტქვიიიი :D
11:54 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ოლიკო
გოგონებო,კარგად დაფიქრდით,როცა გათხოვებას დააპირებთ....ჯერ პირველი გაითვალისწინეთ ასაკი(მამაკაცი,შეიძლება გარეგნულად დიდს გავდეს,მაგრამ ყოველთვის პატარაა)განათლება და საზოგადოებაში მისი ადგილი ანუ დასაქმებული უნდა იყოს და სულ მცირე 500ლარი მაინც ქონდეს და სულიერად მდიდარი უნდა იყოს
11:33 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესო
სამი ტვე სხვა გააზგე ეხლა გაგახსენდა ბუკა წადი ისევ იმ კმარტან ტუმცა სჰენ ისეტი ცჰანხარ კიდე ისჰოვი სხვას
11:22 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუ
დგევანდელი უტვინო გოგოების სახე სამწუხაროდ
10:08 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუ
ეს რომ კაცს გაეკეტებინა, არ აპატიებდნენ–გოგომ რომ უგალატა, ტურმე დასაშვებია, დგეს, სამწუხაროდ ყველაფერი ქარტული შეცვლილია ქალის სასკეტოდ, ქალებს დგეს ქარტველი კაცები მარტო ფულისთვის და კარგად რომ ემსახურონ იმისტვის უნდათ
10:05 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS