ერთმანეთს სკანდალით დავშორდით და სამი დღის გაცნობილ ბიჭს ცოლად გავყევი. ბუკა თითქმის ყოველდღე მოდიოდა უნივერსიტეტში და მეხვეწებოდა, რომ უცნობი ქმრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მეუღლესთან სამი თვე მაინც გავძელი.
ცუდი ადამიანი არ გამოდგა, მაგრამ ვერ შევიყვარე. ამის შემდეგ მე და ბუკამ ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა, მაგრამ ჩემ სულელურ ნაბიჯზე არცერთხელ
თან დაამატა, დედაჩემმა არ იცის, რომ განათხოვარი ხარ და არ წამოგცდესო. გული მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მეორე დღიდან დავიწყეთ ქორწილისთვის მზადება.
მომავალი მეუღლის მშობლებიც გავიცანი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ერთ კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა.
კაბა შევიკერე, რესტორანში ფულის ნაწილი გადახდილი გვქონდა, როცა მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე საბედისწერო ზარი გაისმა. ჩემი მომავალი დედამთილი რეკავდა.
მითხრა, რომ ყველაფერი იცოდა ჩემი პირველი ქორწინების შესახებ და ასეთი რძალი არაფერში სჭირდებოდა. შევეცადე ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ მოსმენაც არ ისურვა.
ქორწილი ჩაიშალა. ბუკაც აღარ მეხმიანება. არ ვიცი, როდემდე გაძლებს ჩემს გარეშე და ვერც იმას ვიგებ, 26 წლის, რომელიც მუშაობს და ფინანსურად უზრუნველყოფილია, რატომ ვერ წავიდა დედის წინააღმდეგ.
საიტის ისტორიები