05 თებერვალი, 2017
"მე მასში ვეღარ ვხედავდი ქალს, რომელიც ერთ დროს მიყვარდა და ვაღმერთებდი..."
"სახლში ვახშმად დავბრუნდი... ჩემი ცოლი ვახშამს ამზადებდა... მინდოდა მასთან მესაუბრა. არც ისე მარტივი საუბარი გველოდა და დავიწყე ფრაზით: "მინდა რაღაც გითხრა"... არაფერი უპასუხია, გადაერთო მზადებაზე. კიდევ ერთხელ დავინახე ტკივილი მის თვალებში.
რაღაცნაირად უნდა გამეგრძელებინა საუბარი და როგორღაც ვთქვი, რომ უნდა გავშორებულიყავით. მან მხოლოდ მკითხა: "რატომ?" ვერ ვუპასუხე, გავურბოდი სულ ამ შეკითხვას... გაბრაზდა, ისტერიკა მოაწყო, ყველაფერს მესროდა, რაც ხელში ხვდებოდა. "შენ არაკაცი ხარ!" - მიყვირა ბოლოს.

აღარ ღირდა ლაპარაკი. დასაძინებლად წავედი. დიდხანს ვერ ჩავთვლიმე და მესმოდა,
როგორ ჩუმად ტიროდა.
მიჭირდა ამეხსნა მისთვის, რა დაემართა ჩვენს ქორწინებას, არ ვიცოდი, რა მეთქვა. როგორ ამეხსნა, რომ რა ხანია, აღარ მიყვარდა, გრძნობებიდან მხოლოდ სიბრალული შემრჩა, მასში ვეღარ ვხედავდი ქალს, რომელიც ერთ დროს მიყვარდა და ვაღმერთებდი... ჩემი გული კი უკვე სხვას ეკუთვნოდა...

მეორე დღეს განქორწინებისთვის და ქონების გასაყოფად მოვამზადე საბუთები. ცოლს ვუტოვებდი სახლს, მანქანას და ჩემი ბიზნესის აქციების 30%-ს...

საბუთების გადაცემისას, მას ირონიულად გაეღიმა, უცებ ყველაფერი დახია და მითხრა, რომ ჩემგან არაფერი უნდოდა. მერე კი ისევ ატირდა... მეც მტკიოდა გული ჩვენი 10-წლიანი ქორწინების გამო, მაგრამ მისმა ასეთმა რეაქციამ მხოლოდ გამიძლიერა განქორწინების სურვილი.

იმ დღეს შინ გვიან დავბრუნდი, არც მივახშმია, მაშინვე გავედი დასაძინებლად. ის იჯდა მაგიდასთან და რაღაცას წერდა. შუა ღამისას გამეღვიძა - ისევ წერდა... ჩემთვის სულ ერთი იყო, რას აკეთებდა, რადგან მასთან სულიერ სიახლოვეს ვეღარ ვგრძნობდი.
დილით მითხრა, რომ განქორწინების საკუთარი პირობები ჰქონდა. დაიჟინა, შეგვენარჩუნებინა მეგობრული ურთიერთობები, რამდენადაც ამას მოვახერხებდით. მისი არგუმენტი საკმაოდ დამაჯერებელი იყო - ერთ თვეში ჩვენს ვაჟს სასკოლო გამოცდები ჰქონდა და მისი აზრით, ჩვენი განქორწინების ამბავი მის ნერვულ სისტემას დაანგრევდა. ძნელი იყო, მას არ დათანხმებოდი.
მეორე პირობა კი სულელური მომეჩვენა: უნდოდა, რომ მთელი ამ თვის განმავლობაში ყოველ დილით, საძინებლიდან ხელში აყვანილი გამომეყვანა კარის ზღურბლამდე, თითქოს იმის გასახსენებლად, თუ როგორ შემოვიყვანე ქორწილის შემდეგ ჩემს სახლში.

არ შევკამათებივარ, ჩემთვის სულ ერთი იყო. სამსახურში ჩემს მიჯნურს ვუამბე ამ თხოვნის შესახებ, რაზეც მან სარკასტულად მიპასუხა, რომ ეს ჩემი ცოლის უსუსური მცდელობები იყო, ჩემით მანიპულირება მოეხდინა და ოჯახში დავებრუნებინე... მე ვიუარე...

როცა პირველ დღეს ავიყვანე ცოლი ხელში, თავი უხერხულად ვიგრძენი. ჩვენ ერთმანეთისთვის რა ხანია უცხოები გავმხდარიყავით.
ჩვენმა შვილმა დაგვინახა და მხიარულად დაიწყო ხტუნაობა: "მამას დედა ხელში აყვანილი მოჰყავს!" ცოლმა ჩუმად მითხრა: "არ უთხრა არაფერი..."
შემოსასვლელ კართან ცოლი იატაკზე დავსვი... ის ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS