03 თებერვალი, 2017
ქართველი ნაშვილები გოგონას სულისშემძვრელი ისტორია - "დედამთილი დედაჩემი აღმოჩნდა"
სულისშემძვრელი ამბავი ახალგაზრდა ქალმა მიამბო. ქეთიმ გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ქალი, რომელიც დედამთილი ეგონა, მისთვის ნამდვილი, ბიოლოგიური, ქმრისთვის კი აღმზრდელი დედა აღმოჩნდა.

ქეთი: - გარეგნულად ძალიან მამსგავსებენ აღმზრდელ მშობლებს, განსაკუთრებით დედას. ისინი ყოველთვის თავს მევლებოდნენ, ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა და რატომ უნდა გამჩენოდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი?

22 წლისა გავთხოვდი. ჩემი მშობლები მხოლოდ ერთი რამით იწუნებდნენ სასიძოს - დედისერთაა, მშობლები არ დათმობენ, ჩვენთან რომ იცხოვროს, შენც ვერ დაგაძალებთ, რომ
ჩვენთან უფრო ხშირად იყო, ვიდრე ქმრის ოჯახშიო.

სადედამთილოს ნახვისთანავე უცნაური განცდა დამეუფლა. დედაჩემი და ის ერთმანეთს ჰგავდნენ, მე კი ორივეს. როდესაც სადედამთილოს ჩავეხუტე, რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და დედაჩემს ვუთხარი კიდეც, მგონი, ძალიან კეთილი დედამთილი მეყოლება-მეთქი. მართლაც დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა. შარშან დედამთილს საშვილოსნოს ოპერაცია გავუკეთეთ. სანამ ავად გახდებოდა, თითს არაფერზე მაკარებინებდა. მისი ავადმყოფობის შემდეგ ყველაფერს მე ვაკეთებდი. ერთხელ აივანზე გავიყვანე, სავარძელში ჩავსვი და სახლის დალაგებას შევუდექი. მის ოთახში ტანსაცმლის კარადა რომ გადმოვალაგე, ზედა თაროდან ძველებური საკვოიაჟი გადმოვარდა. ძალიან ლამაზი იყო, თან კარგად შენახული. ვიფიქრე, ვთხოვ და სიამოვნებით ვატარებ-მეთქი. სხვის ნივთებში ქექვა არ მახასიათებს, მაგრამ რატომღაც გავხსენი. ჩანთაში ჩვილის ფოტო და რაღაც იყო ცელოფანში გახვეული. დავხედე თუ არა ფოტოს, ჩემი თავი შევიცანი. დაახლოებით 5 თვის ასაკში იყო გადაღებული. შინ მსგავსი ბევრი ფოტო მაქვს.

- იქნებ გგავდა ის ბავშვი?
- მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ცელოფანში ჩვილის სამოსი რომ ვნახე, შევფიქრიანდი, იქნებ ჩემი მეუღლის გარდა კიდევ ჰყავდათ შვილი და ეს მისი ფოტოა-მეთქი. გადავწყვიტე, დედამთილისგან მალულად გამეგო ბავშვის ვინაობა. ქმარს შევაპარე, შენს მშობლებს სხვა შვილიც ხომ არ ჰყავდათ შენამდე-მეთქი. რატომ მეკითხებიო, გაუკვირდა. ფოტოს შესახებ ვუთხარი. აფორიაქდა. ვერც იმან გაბედა დედისთვის ეკითხა რამე და მამას შეაპარა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS