31 ოქტომბერი, 2013
ვნანობ, მაგრამ მამამთილი ციხეში დავაჭერინე
რეალურად იმიტომ გამოვიძახე პოლიცია, რომ ციხეში დაეჭირათ, და არა იმიტომ რომ მეზობელი სიკვდილს გადამერჩინა ჩემს მამამთილს გათხოვების პირველივე დღიდან არ მოვეწონე. როგორც მოგვიანებით გავიგე, სკოლის ასაკში დედაჩემი უყვარდა, მაგრამ მისი გული ვერ მოიგო და გამწარებულმა ტავის მოკვლაც სცადა.

ეს ისტორია დედაჩემმა ძლივს გაიხსენა, რადგან ოცდაათი წლის შემდეგ, საკუთარი სკოლელის ცნობა გაუჭირდა. არ მოვწონდი იმიტომ რომ ჩემი თავი ძველ სიყვარულს ახსენებდა. ხანდახან მეგონა, რომ საკუთარი შვილის შურდა, რადგან საყვარელი ქალის გულის მოგებაში მან აჯობა.

ერთი კვირის
პატარძალს რაღაცებს მიგონებდა. ვითომ ადრე სადღაც ვყავდი ნანახი და ვერ იხსენებდა. ამას ისე ამბობდა, რომ ყველას ეჭვი აგდებდა, თითქოს ცუდ სიტუაციაში მნახა.

ცხოვრება ჯოჯოხეთან მიქცია, ვხვდებოდი, ეს კაცი ასე თუ გააგრძელებდა, ოჯახი დამენგრეოდა, მეუღლე ცალკე გადასვლაზე ვერ დავითანხმე. ერთ დღეს, მამათილი შინ ნასვამი დაბრუნდა და ეზოში მეზობელს აუხირდა. მსუბუქი კინკლაობა მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და გაგიჟებულ კაცს, ახლოს ვერავინ ეკარებოდა.

ჩუმად პატრული გამოვიძახე და ოპერატორს სახელი და გვარით ვუთხარი ვინ ჩხუბობდა. ორ წუთში იქ გაჩნდა პოლიცია და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაუნდობლად ურტყამდა ჩემი მამათილი მეზობელს.

კაცი, რომელიც ცხოვრებას მინგრევდა, თავად აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში. მეზობელი სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს და ჩემი ''ძვირფასი'' ოჯახის წევრი ციხეში გაუშვეს.

ვიცი, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი დავისვენებ და იქიდან უფრო ნერვებაშლილი გამოვა, მაგრამ ამად მიღირდა. დღემდე არავინ იცის, რომ პატრული მე გამოვიძახე, მაგრამ არ ვიცი, ამ საიდუმლოს როდემდე ვატარებ.

ხანდახან ვნანობ, რომ ადამიანი ციხისთვის გავიმეტე, მაგრამ სინდისი იმიტომ მაწუხებს, რომ რეალურად იმიტომ გამოვიძახე პოლიცია, რომ ციხეში დაეჭირათ, და არა იმიტომ რომ მეზობელი სიკვდილს გადამერჩინა.

ისტორიები საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
dato
მარტო შენ თავზე არ უნდა იფიქრო ადამიანმა. ამ გზით ბედნიერებას ვერ მოიპოვებ. სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვე ააგებ
11:45 / 01-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მირანდას ვეტანხმები
ღირსია! და სენ კი მაგარი ეგოისტი ჩანხარ! გინდა ტუ არა მის გამოპ გავუშვი და არა მიტომ რომ სასკივდილოდ ცემდაო, ხოდა შენზეც ტუ გაგამწარებს არ შემეცოდები, არ მიყვატრს ეგოიტსები, მარტო ტავზე რომ ფიქრობენ
21:00 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
ეგეთი არამზადა უარესის ღირსია.მაგაზე ნუ იდარდებ. ისე შენი ქმარი ცოტა ვერაა. ცოლს ასეთ მდგომარეობაში აგდებენ და ცალკე არ უნდა გადასვლა.
20:29 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS